spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"თუ მიხეილ სააკაშვილს რამე ცუდი მოუვიდა, ჩემი ქვეყნის...

“თუ მიხეილ სააკაშვილს რამე ცუდი მოუვიდა, ჩემი ქვეყნის და მისი მოქალაქეების შეურაცხყოფისთვის მთელ ჩემ დარჩენილ ცხოვრებას მივუძღვნი იმას, რომ ბიძინადან დაწყებული ბადრაკით დამთავრებული ყველამ უმკაცრესად აგონ პასუხი” – პაატა ბურჭულაძე

საოპერო მომღერალი, მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობის თაობაზე საუბრობს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მწვავე, ემოციურ წერილში:

რა სამწუხაროა!
მართალია ბიძინა ივანიშვილმა მონახა თავისივე დონის კაცუნები და თავზე დაგვასვა, მაგრამ მარტო ეს არ არის იმის მიზეზი, რაც ჩვენ გვჭირს.

ყოველ წუთს არის საშიშროება, რომ მიხეილ სააკაშვილი ხელში ჩაგვაკვდეს და ამ დროს სამთავრობო ტელევიზიის მთავარი თემა ივანიშვილის ფულის გადარჩენაა, რომ თურმე უამრავი ადამიანი მზად არის ბიძინას ქონების დასაცავად გამოვიდეს ქუჩაში და ეს შეიძლება მართლა მოხდეს როცა ამ მშიერ ადამიანებს 20-30 ლარს მისცემენ. სამწუხაროდ, ეს უაღრესად გაჭირვებული ადამიანები, მზად იქნებიან, რომ ამ თანხის სანაცვლოდ დროებით დაივიწყონ, თუ ვინ მისცა მათ საჭმელი, გათბობა, სინათლე, დააახლოვა ევროპასთან, რასაც ვიზალიბერალიზაცია მოჰყვა, მათ აუშენა ქალაქები და როცა შეცდომები დაუშვა და წააგო არჩევნები, ქვეყანაში არეულობების ნაცვლად ნახევარ საათში მიულოცა ოპონენტებს გამარჯვება და მშვიდობიანად გადააბარა ხელისუფლება.

არ ვიცი რა ვურჩიო საზოგადოებას.

პოლიტიკოსებმა იფიქრონ თუ როგორ უნდა იმოქმედონ, რომ საქართველო არ მოხვდეს ველურ სახელმწიფოებს შორის თუნდაც იმ მაგალითზე თუ როგორ ვექცეოდით და ვექცევით საქართველოს მესამე პრეზიდენტს.

მე კი ერთი რამ ვიცი, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს რამე ცუდი მოუვიდა, ჩემი ქვეყნის და მისი მოქალაქეების შეურაცხყოფისთვის მთელ ჩემ დარჩენილ ცხოვრებას მივუძღვნი იმას, რომ ბიძინადან დაწყებული ბადრაკით დამთავრებული ყველამ უმკაცრესად აგონ პასუხი და დარწმუნებული ვარ რომ მე ამაში მარტო არ ვიქნები!!!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე პაატა ბურჭულაძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

გიორგი კეპულაძე – არსებობს თუ არა რეალურად “შავი სია?”

"რა არის საკრედიტო ისტორია და ვინ ინახავს მას?" -...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

აჭარის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

ავსტრიულმა სამოგზაურო პლატფორმამ ,,1000 Things” აჭარის შესახებ ვრცელი სტატია...