საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა მწვავე და კრიტიკულ შეფასებას აკეთებს უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის “ხალხის მსახურის” ლიდერის დავით არახამიას შესახებ:
,,უსამშობლო ადამიანების, თუ რამე კატეგორია არსებობს, ალბათ, ასეთია ბატონი არახამია, რომელიც ქართველებს რუსულად გველაპარაკება, ოკუპანტის ენაზე. ახლა ვის სჯერა მისი პატრიოტიზმის?!
არა – ეს არის ერთი ჩვეულებრივი საგარეო მიმართულებით ,,ნაც აქტივისტი“, რომლის ინტერესიც არის რამენაირად ეს ქვეყანა იყოს ომში ჩართული.
ნუ უსმენთ ფასიან ლობისტებს! ნუ უსმენთ არახამიას და მსგავს ტიპებს!
აქ მარტივად არის, – მოცემულია 12 პუნქტი, კონკრეტულად, რომელიც უნდა შეასრულოს საქართველომ. ჩვენ ამისთვის მზად ვართ ხელისუფლება.
თუ ვინმეს მოუვა აზრად თქვას, რომ საქართველომ გადაუხვია – ეს არის იდიოტი“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


