spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ხელისუფლება უარს ამბობს და ახლა ჩვენ ილუზია არ...

“ხელისუფლება უარს ამბობს და ახლა ჩვენ ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ ეს მოთხოვნა იქნება შესრულებული” – გია ხუხაშვილი ახალი სახალხო მოძრაობის ინიციატივაზე

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სააგენტო ,,პარალელთან“ ინტერვიუს დროს კომენატრს აკეთებს ახალი სახალხო მოძრაობის ინიციატივაზე მთავრობის გადადგომისა და ეროვნული თანხმობის მთავრობის ფორმირების თაობაზე:

,,პირდაპირ გულახდილად ვთქვათ – ფაქტია, რომ ამაზე ხელისუფლება უარს ამბობს. ეს ვიცით უკვე და ახლა ჩვენ ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ ეს მოთხოვნა იქნება შესრულებული. შესაბამისად, შემდეგ ნაბიჯზე გადავა ალბათ ყველაფერი, ეს მოთხოვნები ალბათ შეიცვლება.

რომც წარმოვიდგინოთ, რომ ხელისუფლება ამ პირობაზე დათანხმებულიყო, ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში ძალიან ბუნდოვანია განვითარება. დავუშვათ დათანხმდა ხელისუფლება და ტექნოკრატიული, დროებითი მთავრობა შეიქმნა, რომელიც იმუშავებს ამ პირობებზე. დიდი ბოდიში, მაგრამ ეს პირობები, რაც წამოყენებულია მათი დიდი ნაწილის გაფორმება უნდა მოხდეს პარლამენტში. ამ დროს პარლამენტში ისევ რჩება ,,ქართული ოცნების“ უმრავლესობა, რომელიც პრინციპში პოლიტიკურად დაინტერესებული იქნება, რომ ამ პროცესის საბოტირება მოახდინოს.

როგორ წარმოუდგენია იგივე აი ამ ხალხს, რა უნდა მოხდეს? თუ ხელისუფლება მთლიანობაში არ შეიცვლება, თორემ ჩვენ ვცხოვრობთ საპარლამენტო ქვეყანაში, სადაც შესაბამის კანონებს იღებს პარლამენტი.

თუ ჩვენ მთავრობას ვცვლით სამოქალაქო საზოგადოებიდან, პარლამენტი, რომელმაც უნდა გააფორმოს ეს ყველაფერი – ისევ ,,ქართული ოცნების“ არის, მაშინ როგორ ვაკეთებთ ყველაფერ ამას?! – შეიძლება მივიღოთ მთელი პროცესი დისკრედიტაცია, საბოტაჟი და ერთი კრიზისიდან ახალ კრიზისში გადავავინაცვლოთ, მეტი არაფერი მოხდეს.

აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, საერთოდ ასეთ პირდაპირი დემოკრატიის აქტს, რასაც ახლა ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოება – მეტი სიცხადე სჭირდება. გეგმა, რასაც წამოაყენებენ, ხალხმა უნდა დაინახოს, რომ ეს იქნება ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული. შედეგში რას მივიღებთ ამ მთავრობის ცვლილებით – არ ჩანს. აი, ეს არის პრობლემა.

ხელისუფლება ჭიდაობა/არჭიდაობაზეა განწყობილი. არაფრის გაკეთებას არ აპირებენ და ისევ მორევაზე მიდიან. მეტს რას უნდა ველოდოთ?! რა გაცხადებები გააკეთეს ნახეთ ხომ?“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

გიორგი კეპულაძე – არსებობს თუ არა რეალურად “შავი სია?”

"რა არის საკრედიტო ისტორია და ვინ ინახავს მას?" -...

“აქტიურად მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი, რომელმაც ათეულ წელს უნდა გაუძლოს” – კახა კალაძე

„აქტიურად მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი, რომელმაც ათეულ წელს...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“დაანონსებულია “ვარდების რევოლუცია 2″… და მერე???” – ლალი მოროშკინა

"სეზონი ჩავარდა და არა მხოლოდ წლევანდელი!" - ტურისტული სეზონის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

აჭარის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

ავსტრიულმა სამოგზაურო პლატფორმამ ,,1000 Things” აჭარის შესახებ ვრცელი სტატია...