სამშაბათი, აპრილი 23, 2024

შეიქმნას რეზოლუცია, რომ ქუთაისის საკრებულო ვუერთდებით იმ ინიციატივების, მოთხოვნების და პუნქტების შესრულებას, რომელიც მოწოდებული იქნა ევროკომისიის მიერ – “სტრატეგია აღმაშენებლის” ინიციატივა ქუთაისის საკრებულოში

ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე “სტრატეგია აღმაშენებლის” ქუთაისის საკრებულოს წევრმა კობა გურულმა საკრებულოს წევრებს მიმართა და შესთავაზა, რომ ქუთაისის საკრებულოს სახელით დაინიცირდეს რეზოლუცია, რომელიც ევროკომისიის მიერ 12 პუნქტიანი გეგმის მიღებას და ამოქმედებას გულისხმობს. როგორც გურულმა სხდომაზე აღნიშნა, ეს იქნება მუნიციპალიტეტებს შორის პირველი ნაბიჯი იმისა, რომ ქუთაისი ღიად შეუერთდება ევროპული მისწრაფებების გზას.

“სტრატეგია აღმაშენებლის” მიერ შეთავაზებულ რეზოლუციას სხდომაზე დამსწრე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მხრიდან თანხმობა მოჰყვა ხოლო “ქართული ოცნების” წევრებმა აღნიშნული ინიციატივა დადებითად შეაფასეს და ინიციატივაზე მუშაობის მზადყოფნა გამოთქვეს:

გვსურს შემოგთავაზოთ ჩვენი პოლიტიკური გუნდის “სტრატეგია აღმაშენებლის” ინიციატივა:

დღეს როდესაც ურთულეს ჟამს, ისტორიის გზაგასაყარზე კიდევ ერთხელ დადგა საქართველოს არჩევანი, სად ვიქნებით? ვიქნებით ცივილურ სამყაროსთან თუ ვიქნებით ისევ მოლოდინში, რომ ამ ცივილური სამყაროს ნაწილი გავხდეთ?

დიახ, ბატონო ირაკლი გეთანხმებით, ქუთაისი ყოველთვის იყო ფასეულობების, ევროპული ღირებულებების, კულტურის, ყველთვის იყო იმ წესრიგის და მისწრაფების ინიციატორი, პირველ ფლაგმანზე მყოფი, რომელსაც ეს ფასეულობები ჰქვია და რომელსაც ევროპა მოგვიწოდებს.

ევროკავშირში დაბრუნება ჩვენთვის, ჩვენი ხალხისთვის ეს არის ჩვენი ისტორიული არჩევანი და მისწრაფება, ის ფასეულობები რომლებიც შემოთავაზებულია ევროპული წესრიგის მიერ, ის ინიციატივა და რეკომენდაციები. მანამ სანამ სხდომა დაიწყებოდა ჩვენს კოლეგებს მე გადავეცი ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის შედგენილი 12 პუნქტი.

მინდა შემოვიდე ინიციატივით, რადგან ჩვენ ყველა ერთს ვამბობთ, ოპოზიციაც და პოზიციაც ვიმყოფებით ერთ აზრზე, რომ ვუერთდებით ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს და კანდიდატობის სტატუსის მიღებას.

ჩვენი ინიციატივა გახლავთ შემდეგი: გავაკეთოთ ქუთაისის საკრებულომ რეზოლუცია, რომ ჩვენ ქუთაისის საკრებულო ჩვენი ქალაქის, ჩვენი ამომრჩევლების სახელით ვუერთდებით იმ ინიციატივების, მოთხოვნების და პუნქტების შესრულებას, რომელიც მოწოდებული იქნა ევროკომისიის მიერ. ეს იქნება წინ გადადგმილი ნაბიჯი იმისა, რომ ქუთაისი იქნება პირველი ადგილობრივი თვითმმართველობა, მიუხედავად თავისი საკანონმდებლო საქმიანობისა, რომ ქუთაისი დამატებით ინიციატივაში შემოდის და გააკეთებს განცხადებას, ქალაქის ამომრჩეველთა სახელით, მთელი საკრებულოს სახელით თანახმა ვართ, რომ ვიყოთ უპირობო შემსრულებლები კრიტერიუმებისა და მიმდინარე წლის ბოლომდე ის 12 პუნქტიანი გეგმა, რომელიც არანაირად არ უარყოფს ჩვენს ღირებულებებს, ტრადიციებს და აბსოლუტურად მისაღებია.

ჩვენ დავარეზოლუციოთ, რომ ქუთაისის საკრებულო უერთდება ამ რეზოლუციას და ვართ მოწოდების სიმაღლეზე მყოფი ამ რეზოლუციის ერთ-ერთი შემსრულებლები”, – განაცხადა სტრატეგია აღმაშენებლის ქუთაისის საკრებულოს წევრმა კობა გურულმა.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული