ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

ქართველ ხალხს, ვინც ქუჩაში გამოვიდა და გამოვა კიდევ, ასპროცენტიანი მხარდაჭერა ექნება, როგორც ბრიუსელიდან ასევე ვაშინგტონიდან – გიორგი ვაშაძე

ბრიუსელში ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე ჩასული გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ თუ „ქართული ოცნება“ არ შეასრულებს ქართველი ხალხის ნებას ევროპისგან მკაცრი პასუხი ექნებათ. „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარის თქმით ბრიუსელისა და ვაშინგტონის მხარდაჭერა უკვე ნათელია რუსთაველზე გამოსული ხალხის მიმართ, რომელიც ევროპულ მომავალს ითხოვს:

მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველ ხალხს, ვინც ქუჩაში გამოვიდა და გამოვა კიდევ, ასპროცენტიანი მხარდაჭერა ექნება, როგორც ბრიუსელიდან ასევე ვაშინგტონიდან. დღეს საქართველოში პარტნიორი ევროპის და ამერიკის, ცივილიზებული სამყაროსთვის არის ქართველი ხალხი, შესაბამისად სანქციებიდან დაწყებული, კიდევ უფრო მძაფრი მოქმედებებით დამთავრებული, ყველაფერი იქნება მოქმედებაში მოყვანილი თუ „ქართული ოცნება“ ამ ერთ კვირიან ვადას არ გამოიყენებს.

ღიად და მკაფიოდ ვამბობ იქნება გამოყენებული სანქციები მაგრამ არა მხოლოდ სანქციები, კიდევ ბევრი რამ რისი საჯაროდ თქმის უფლებაც არ მაქვს, როგორც საჯარო მოხელეების მიმართ, რომლებიც არიან, ასე ვთქვათ, „ქართულ ოცნებაში“, ასევე იმ კომპანიების, ბიზნეს წრეების, მოსამართლეების თუ კონკრეტული სამართალდამცავი მაღალჩინოსნების მიმართ, ვინც მათ ეხმარებიან ამ ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი შეთქმულების რეალიზებაში. ყველა შეთქმული იქნება სათითაოდ იდენტიფიცირებული და თითოეული მათგანი, როგორც საქართველოს შიგნით, ასევე გარეთ მიეცემა პასუხისმგებლობაში.

პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს მოქალაქეების აქტიურობის მხარდამხარ და პირდაპირპროპორციული იქნება მოქმედებები ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან. ამიტომაც 3 ივლისს უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი და ის დიდი მშვიდობიანი ეროვნული თანხმობის პროცესი, რომელიც დაიწყო რუსთაველზე, უნდა მივიდეს გამარჯვებამდე.

ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ გამარჯვებას საქართველოსთვის უბრალოდ ამის უნდა გვჯეროდეს. უნდა ვირწმუნოთ საკუთარი ძალების და თავის. მე მჯერა ქართველი ერის ძალიან დიდი არჩევანის ევროპული მიმართულებით და მჯერა რომ ამ შანსს არ გავუშვებთ“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული