ტელეკომპანია “კავკასია”-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი დეოლიგარქიაზე აქცენტის გადატანის ნაცვლად საზოგადოებას ევროკომისიის მიერ რეკომენდაციების სახით განსაზღვრულ სხვა პუნქტებზე ყურადღების გამახვილებას ურჩევს:
“ვფიქრობ, ევროკავშირს ერთ დღეში შეუძლია დაუსვას წერტილი ამ ქვეყანაში დავას, ვინ არის სინამდვილეში ოლიგარქი და ვისი დეოლიგარქიზაცია უნდა მოხდეს. იმედი მაქვს, ასეც მოხდება, იმდენად კარგად იცნობენ უკვე ქოცების მოდგმას. წაგვეხმარებიან ცოტას, დრო რომ არ დავკარგოთ ტყუილად და პირდაპირ დანარჩენ პუნქტებზე გადავიდეთ. მოკლედ, ძალიანაც ნუ დავიდღლიზავთ ნერვებს ამათი ბოდვით😀“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნინო ჯანგირაშვილი.

