spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მე არა ვარ მკითხავი და მარჩიელი - ოლიგარქის...

“მე არა ვარ მკითხავი და მარჩიელი – ოლიგარქის განმარტებას თუ ვნახავთ, შესაძლებელია ვივარაუდოთ, მაგრამ ოლიგარქი ეს არის განმარტება, რომელიც განიმარტება, როგორც სიტყვა” – მაია ბითაძე

,,ქართული ოცნების“ დეპუტატი მაია ბითაძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით:

,,დეოლიგარქიზაცია – ეს არის საკითხი, რომელიც ასე ვთქვათ თანაბრად წერია სამივე ქვეყნის რეკომენდაციებში. დეოლიგარქიზაცია არის გამოწვევა, რომელიც არახალია, მათ შორის, უკრაინისა და მოლდოვისთვის.

ჩვენ დავიწყეთ უკვე საუბრები იმასთან დაკავშირებით, თუ საჭიროა სამართლებრივი მოწესრიგება – სამართლებრივად უნდა მოწესრიგდეს იმისთვის, რომ არ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ერთდროულად ფლობენ მედია სივრცეს, არიან პოლიტიკაში და შესაძლოა გავლენა იქონიონ რაიმე პოლიტიკურ პროცესებზე.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი. მათ შორის ყველა ის საკითხი, რომელიც რეკომენდაციებში არის ასახული, ჩვენ ძალიან მშვიდად, წყნარად და პირველ რიგში, ერთმანეთის სიყვარულით უნდა შევასრულოთ.

მე არა ვარ მკითხავი და მარჩიელი – ოლიგარქის განმარტებას თუ ვნახავთ, როგორც საქართველოსთვის, ასევე მოლდოვისა და უკრაინისთვის შესაძლებელია ვივარაუდოთ, მაგრამ ოლიგარქი ეს არის განმარტება, რომელიც განიმარტება, როგორც სიტყვა. ამ შემთხვევაში თუ თქვენ ცდილობთ, რომ ვინმეს მოარგოთ – ნუ ცდილობთ!

ვეცადოთ იმას, რომ ის რეკომენდაციები, რომლებიც ჩვენ კიდევ უფრო წინ წაგვწევს მიუხედავად იმისა, რომ უკვე ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი არის ევროკავშირისკენ, კიდევ უფრო დიდ ნაბიჯებს გადაგვადგმევინებს.

ამისთვის ყველაზე მთავარი და განმასხვავებელი რეკომენდაცია, რომელიც საქართველოს უწერია – ეს არის დეპოლარიზაცია და მე ერთ რამეს ვიტყვი, რომ დეპოლარიზაცია არის მთავარი წინაპირობა – ვინ რას გულისხმობს მასში, ამაზე ვერაფერს გეტყვით. შეიძლება ჩვენი მედია და მოქალაქეები ერთ რამეს გულისხმობენ, ჩვენი ევროპელი პარტნიორები – მეორეს. პირადად მქონია ურთიერთობა ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან და ზუსტად ვიცი რა არის მთავრი გამოწვევა და ეს არის – პოლიტიკური პარტიები, ის 9 პარტია, რომელიც საქართველოს პარლამენტშია, უნდა შეეცადოს ერთად რომ იმუშავოს რეკომენდაციების შესრულებაზე იმისთვის, რომ კარი იყოს ღია“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მოკლედ, გავდივართ რთულ და მძიმე პროცესს, როდესაც ყველა ქვეწარმავალი გამოძვრა… საზოგადოებაში დაგროვდა პასუხგაუცემელი კითხვები”...

სხვადასხვა პროცესების მიმოხილვას და თავისი პოზიციების დაფიქსირებას ახდენს კონკრეტული...

“რელიგიურ ლიდერთა შორის, ალბათ, ყველაზე წარმოსადეგი იქნება” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას შეფასება კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მიმართ: "შემოსვა ძალიან...

“იქნებ პასუხი გაგვცენ – ვინ გამოუწერა, ამ კრემლის ყურებს, საშვები?” – შალვა ნათელაშვილი

პატრიარქის არჩევის პროცესის დროს სამების საკათედრო ტაძარში კონკრეტული პირების...

“ეს დღევანდელობას ზუსტად უდგება, იცით როგორ და რატომ შეიქმნა “ნაციონალური მოძრაობა”?” – მიხეილ სააკაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" შექმნის შესახებ საუბრობს და ერთგვარი პარალელის გავლების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რომ არა უწყვეტი პროტესტი, ხალხის თავდადება და დაუღალავი ბრძოლა, დაიჭერდა თუ არა ივანიშვილი ამ...

საქართველოს პროკურატურის განცხადებით – ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და...

“იქნებ პასუხი გაგვცენ – ვინ გამოუწერა, ამ კრემლის ყურებს, საშვები?” – შალვა ნათელაშვილი

პატრიარქის არჩევის პროცესის დროს სამების საკათედრო ტაძარში კონკრეტული პირების...

“რელიგიურ ლიდერთა შორის, ალბათ, ყველაზე წარმოსადეგი იქნება” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას შეფასება კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მიმართ: "შემოსვა ძალიან...

“ღია და დაუნდობელი ბრძოლა მიდის, პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...