spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სანამ ვინმე რუსების მიმართ შიშს დამაბრალებთ, მანამდე გაიხსენეთ,...

“სანამ ვინმე რუსების მიმართ შიშს დამაბრალებთ, მანამდე გაიხსენეთ, 2008 წლის ომის დროს, ვინ რომელი საზღვრიდან ტოვებდა საქართველოს” – ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, ანალიტიკოს ლევან ნიკოლეიშვილი, მოლდოვასთან მიმართებაში რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევის მუქარას ეხმაურება და სიტუაციას საქართველოსთან მიმართებაში განიხილავს:

პოლიტიკა, რომ დიდი თამაშია, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკა, ამას ბევრი მტკიცება არ სჭირდება. სამწუხარო რეალობა კი ის გახლავთ, რომ ამ დიდი თამაშის უფრო დიდი მოთამაშეები, ხშირად მცირე თუ პატარა აქტორებს (პატარა ქვეყნებს!) შარში ხვევენ.

როგორც გინდათ იფიქრეთ და ამის საფუძველს სწორედ მედვედევის ქვემოთ მოყვანილი განცხადება მაძლევს: ის რომ პუტინი ამბობს, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაც კი სულაც არ ადარდებს, ცხადია ჩნდება ეჭვი რის სანაცვლოდ? იმ ტერიტორიების სანაცვლოდ ხომ არა, რომელიც “დე ფაქტო” უკვე წაღებული აქვს? ხოლო, მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სანაცვლოდ შეიძლება რუსეთისთვის სანქციების დაწესება მოუწიოს, ხომ საერთოდ გამაოგნებელი ხდება – რა, რის სანაცვლოდ?! მითუმეტეს, რომ რუსეთი პირდაპირ იმუქრება თუ რის გაკეთება შეუძლიათ დნესტრისპირეთში!

ახლა კი იმის შესახებ, პრაგმატული პოლიტიკა უფრო სწორია თუ რისკიან-უგუნური, რომელსაც ახალი ომი მოსდევს, თქვენ თვითონ განსაჯეთ, მით უმეტეს, როდესაც ტერიტორიების 20% ოკუპირებული გაქვს და სასწორზე შენი მოქალაქეების სიცოცხლე და უსაფრთხოება დევს?!

p.s. სანამ ვინმე რუსების მიმართ შიშს დამაბრალებთ, მანამდე გაიხსენეთ, 2008 წლის ომის დროს, ვინ რომელი საზღვრიდან ტოვებდა საქართველოს, რუსების ერთი თვითმფრინავის ცაზე გამოჩენისას როგორ ფორთხავდა სააკაშვილი ისიც გაიხსენეთ. არც ის დაგვიწყდეთ რუსეთის ბაზების საქართველოდან გაყვანის მოლაპარაკებების დროს რუსი გენერლებისა თუ დიპლომატების წინაშე როგორ ჩასვრილები იყვნენ მავანი.. ჰოდა აი, იმ რუსეთის ბაზების გაყვანაში საქმეში ჩემი მოკრძალებული წვლილის მქონეს, მათი უკან ორმაგად შემოსვლა ნამდვილად არ მინდა, დამერწმუნეთ ამისთვის ბევრსაც გავაკეთებ და ბევრსაც ვამხელ!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლევან ნიკოლეიშვილი.

ლევან ნიკოლეიშვილის მიერ გამოქვეყნებული გრაფიკული მასალა:

ინფორმაციისთვის – რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი მოლდოვას ემუქრება:

ჯერ კიდევ არშესული ევროკავშირში, თავიანთი ახალი პატრონებისთვის გულის მოსაგებად, მზადყოფნას გამოთქვამენ შეუერთდნენ ევროპულ სანქციებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ვნახოთ, აბა გაბედონ. მაშინ ისინი 100%-ით შეიძლება იყვნენ დარწმუნებულები, რომ ისინი ვერ მიითებენ ჩვენსგან არა მარტო “ძვირფას” ენერგეტიკულ და სხვა რესურსებს და საერთოდ, არანაირს. დაე დატკბნენ სანქციებით, სანამ ევროკავშირში შევლენ,” – განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.

ასევე საყურადღებოა მედვედევის ერთგვარი პროვოკაციული მინიშნებაც – “საჭიროა მხედველობაში გვქონდეს, რომ დნესტრისპირეთში 220 ათასი რუსეთის მოქალაქე ცხოვრობს“.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

გიორგი კეპულაძე – არსებობს თუ არა რეალურად “შავი სია?”

"რა არის საკრედიტო ისტორია და ვინ ინახავს მას?" -...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“ჩემი ტყვეობის მეხუთე წლისთავისთვის საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირონიული შეფასება-მინიშნებები: "ჩემი ტყვეობის მეხუთე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

აჭარის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

ავსტრიულმა სამოგზაურო პლატფორმამ ,,1000 Things” აჭარის შესახებ ვრცელი სტატია...