spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმამუკა მდინარაძე: ჩვენ დავდივართ ბეწვის ხიდზე, სადაც ცდილობენ...

მამუკა მდინარაძე: ჩვენ დავდივართ ბეწვის ხიდზე, სადაც ცდილობენ გვეჭიდაონ და გადაგვაგდონ, რათა უფსკრულში გადავიჩეხოთ, მაგრამ ამ ქვეყანას პატრონი ჰყავს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკურ შეფასებებს აკეტებს მმართველ გუნდსა და ოპოზიციასთან მიმართებაში.

მისი თქმით, ერთი მხრივ არის „ქართული ოცნება“, რომელიც ცდილობს საქართველოს ევროპული მომავლის ამავდროულად, მშვიდობის და განვითარების უზრუნველყოფას, რომელმაც წინა წლების განმავლობაში დაამტკიცა, რომ ევროპული მიმართულებით ყველა წარმატება მის ანგარიშზეა და შეუძლია ამის მიღწევა – ასოცირების ხელშეკრულებით, ვიზა-ლიბერალიზაციით, კონსტიტუციაში ჩანაწერით და მეორე მხრივ, ამ ჭიდაობაში, ამ სამწუხარო რეალობაში, მონაწილეობას იღებს ყველაზე ანტიევროპული ძალა საქართველოს ისტორიაში, რომელიც მართავდა ამ ქვეყანას, მართავდა ომით, ძალადობით, ღირსების აყრით, მართავდა შეურაცხყოფით და ის ძალა, რომელიც ცდილობს სხვას დააბრალოს პრორუსულობა და რომელმაც 2011 წელს ოკუპანტი რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას, სადაც ეწერა, თითქოს ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს ომი, რომლებმაც ომის შემდგომ შემოიღეს უვიზო რეჟიმი რუსეთთან, რომელიც დღესაც ევროკავშირის დროშას ამოფარებული პრაქტიკულად, აკეთებს რუსულ საქმეს.

ომი დაიწყო თუ არა უკრაინაში, პარალელურ რეჟიმში, საინფორმაციო ომი დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ. და ყველაზე მთავარი, ევროკომისიის დასკვნამდე რამდენიმე დღით ადრე იდენტიფიცირებულმა ლობისტებმა დაარეგისტრირეს ევროპარლამენტში ჯერ დებატები, რომელსაც შედეგად რეზოლუცია მოჰყვა, სადაც ეწერა ყველაფერი ის, რაც საქართველოს კონკრეტულად ამ დღეებში, არაფრით აწყობდა. ეს იყო საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის დამაზიანებელი რამ. ნაციონალურმა მოძრაობამ და მისმა ლობისტმა დაარეგისტრირა კონკრეტული რეზოლუცია, რომელმაც დააზიანა საქართველოს ინტერესი.

ჩვენ დავდივართ ბეწვის ხიდზე, სადაც ეს ადამიანები ცდილობენ გვეჭიდაონ და გადაგვაგდონ, რომ უფსკრულში გადავიჩეხოთ, მაგრამ ეს ასე არ მოხდება, რადგან ამ ქვეყანას პატრონი ჰყავს და ამ პატრონს ჰქვია საზოგადოების და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, „ქართული ოცნება“, პრემიერი ღარიბაშვილი, რომელიც მთავრობას უდგას სათავეში და ამ პრაგმატული პოლიტიკის გატარებას უზრუნველყოფს ასეთი პასუხისმგებლობით, სამშობლოს სიყვარულით, ეროვნული სულისკვეთებიდან და ევროპული პერსპექტივის იდეიდან გამომდინარე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ვინც ეგუება საკუთარი ძირითადი ადამიანის უფლებებისა და მომავლის დანგრევას, არ უნდა გლოვობდეს არც ერთი...

ბიზნესმენი ფადი ასლი, სოციალურ ქსელში კონკრეტული მინიშნებებით, რიყის დოქების...

“ევროპასთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, მაგრამ პარტნიორობა მონობას არ ნიშნავს” – ნიკოლოზ მეტრეველი

ანალიტიკოს ნიკოლოზ მეტრეველის კონკრეტული შეფასებები და პრიორიტეტები ევროკავშირთან დაკავშირებით: "სრულად...

აჭარის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

ავსტრიულმა სამოგზაურო პლატფორმამ ,,1000 Things” აჭარის შესახებ ვრცელი სტატია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...