spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებითორნიკე რიჟვაძე: ბიძინა ივანიშვილი გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული,...

თორნიკე რიჟვაძე: ბიძინა ივანიშვილი გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, გაბედული და პატრიოტი ქართველი, ვისაც ოდესმე შევხვედრივარ. სანქციებით და ფინანსური ზეწოლით ვერავინ დაგვაშანტაჟებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს არის სიყალბით და ორპირობით სავსე რეზოლუცია, სადაც გარკვეული მანიპულაციებია შესაძლო სანქციებთან დაკავშირებით.

რაც შეეხება სიყალბით და ორპირობით სავსე რეზოლუციას, სადაც გარკვეული მანიპულაციებია შესაძლო სანქციებთან დაკავშირებით და ასევე ის თავგასულობა, რომელსაც იჩენს ერთ-ერთი ევროპული ბანკი, ბუნებრივია მიუღებელია. ამავე დროს მინდა აღვნიშნო, რომ ფაქტი ფაქტად რჩება: ბატონი ბიძინა ივანიშვილი აღარ არის ჩართული ქართულ პოლიტიკაში და ასევე, ყველაზე მთავარი, ბატონი ბიძინა გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, გაბედული და პატრიოტი ქართველი, ვისაც ოდესმე შევხვედრივარ.

სანქციებით და ფინანსური ზეწოლით ჩვენ ვერავინ დაგვაშანტაჟებს. ყველა გაკეთებულ საქმეს რომ თავი დავანებოთ, ადამიანი, რომელმაც სამება აუშენა ქვეყანას და ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი, სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის დამარცხება მოახერხა, როგორც მინიმუმ, სტატუსის და თანამდებობის გარეშე, ყველა ქართველს, რიგით ქართველს კაცური ვალი გვაქვს, რომ ყველა ბრძოლაში არ დავიხიოთ უკან და ბოლომდე ვიბრძოლოთ, როგორც ჩვენი ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცებს ეკადრება“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ღია და დაუნდობელი ბრძოლა მიდის, პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“გამიხარდებოდა თუ მაქსიმალურად ახლოს იქნებოდით ჩვეულებრივ ხალხთან და მაქსიმალურად შორს ამ ხალხის მჩაგვრელებისგან” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ახლადარჩეული პატრიარქის შიო...

“არ გამკვირვებია, რომ ასეთი მკაფიო პრიორიტეტების მქონე ადამიანი ბიძინას გვერდზე აღმოჩნდა” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია ნოდია...

“ჩვენ იძულებული ვართ ვითმინოთ და ავიტანოთ ეს ხალხი ჩვენს გვერდით, რადგანაც ფორმალურად “დემოკრატიული პლურალიზმი”...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, მძიმე მინიშნებებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რომ არა უწყვეტი პროტესტი, ხალხის თავდადება და დაუღალავი ბრძოლა, დაიჭერდა თუ არა ივანიშვილი ამ...

საქართველოს პროკურატურის განცხადებით – ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და...

“რელიგიურ ლიდერთა შორის, ალბათ, ყველაზე წარმოსადეგი იქნება” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას შეფასება კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მიმართ: "შემოსვა ძალიან...

“იქნებ პასუხი გაგვცენ – ვინ გამოუწერა, ამ კრემლის ყურებს, საშვები?” – შალვა ნათელაშვილი

პატრიარქის არჩევის პროცესის დროს სამების საკათედრო ტაძარში კონკრეტული პირების...

“ღია და დაუნდობელი ბრძოლა მიდის, პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...