ორშაბათი, მაისი 6, 2024

“არ მოვატყუებინოთ თავი “ქართულ ოცნებას”, ვითომ საქართველოში ომი უნდა დასავლეთს და ასევე გავმიჯნოთ საქართველო და “ქართული ოცნება” ერთმანეთისგან” – გიორგი ვაშაძე

მმართველ პარტიასთან მიმართებაში პოლიტიკური შეფასებები გააკეთა “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ და განაცხადა, რომ

ერთადერთი ტყუილი დარჩა ხელში „ქართულ ოცნებას“, რომელშიც უნდა, რომ ყველა დაგაჯეროთ – თითქოს ამერიკას და ევროპას საქართველოში ომი უნდა.

ეს არის ტყუილი და ამ ტყუილს, რაც შეიძლება სწრაფად, თქვენ უნდა გასცეთ პასუხი! იმიტომ, რომ ჩვენ – ტყუილს, თითქოს ოპოზიცია ეწინააღმდეგება, ამას წერტილი დავუსვით, ცრუ პატრიოტულ შეგონებებს მათი მხრიდან, წერტილი დავუსვით, როცა “ALDE”-ს საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მივაღებინეთ. მთელი მსოფლიო ხედავს, რომ ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი, მედია ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მივიღოთ.

ერთადერთი ტყუილი, რაშიც მათ უნდათ დაგაჯერონ არის, რომ ამერიკას უნდა ომი. ჩამოსული იყო აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირი ქალბატონი კარა მაკდონალდი, მასთანაც ვისაუბრეთ და რა თქმა უნდა არც ამერიკას არც ევროპას ომი არ უნდა საქართველოში. პირიქით მშვიდობა უნდათ რომ იყოს შენარჩუნებული.

და მეორე საკითხი. ჩვენ, ოპოზიცია ახლა ყველაფერს ვაკეთებთ და ამაში ყველა უნდა გავერთიანდეთ, რომ  ერთმანეთისგან გავმიჯნოთ “ქართული ოცნება” და საქართველო. ჩვენმა ქვეყანამ არცერთ შემთხვევაში არ უნდა მიიღოს სანქციები, უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ხოლო მმართველი პარტია ასე უკუღმა თუ ივლის და ისევ თავს დაესხმება დასავლეთს, მათ პერსონალურად უნდათ სანქციებიც დაუწესონ, მოსამართლეების სანქციებიც იქნება და ბევრი სხვაც.

ჩვენ ვიწყებთ რეგიონალურ ტურნეს ორშაბათიდან, გვექნება შეხვედრები მოსახლეობასთან, 20 ივნისს ძალიან მნიშვნელოვანი აქციაა დაგეგმილი და მნიშვნელოვანია, რომ ყველანი მივიდეთ. მაგრამ ამასთან, კიდევ ერთხელ ვამბობ, 2 ამოცანა გვაქვს შესასრულებელი: არ მოვატყუებინოთ თავი – ვითომ საქართველოში ომი უნდა დასავლეთს და ასევე გავმიჯნოთ საქართველო და “ქართული ოცნება” ერთმანეთისგან“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული