spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს არის უმძიმესი რეზოლუცია საქართველოსთვის!" - გრიგოლ ვაშაძე

“ეს არის უმძიმესი რეზოლუცია საქართველოსთვის!” – გრიგოლ ვაშაძე

ოპოზიციონერი ლიდერი და საქართველოს პარლამენტის წევრი გრიგოლ ვაშაძე პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს ევროკავშირის მიერ მიღებულ კრიტიკულ რეზოლუციასთან დაკავშირებით საქართველოსთან მიმართებაში:

,,ეს არის უმძიმესი რეზოლუცია საქართველოსთვის! სახელმწიფო, რომელიც მთლიანად პოსტსაბჭოთა სივრცეზე ყოველთვის აღიქმებოდა ბრიუსელშიც, ვაშინგტონშიც, ბერლინშიც, როგორც რეფორმების ლოკომოტივი, აღმოჩნდა სრულ მაჩანჩალად.

ამის მიზეზის ძებნას თუ დავიწყებთ და მივყოფთ ხელს იმას, რაც ასე ძალიან უყვარს ქართულ პოლიტიკურ კლასს, ერთმანეთის დადანაშაულება – მაშინ გავიხსენოთ მთავარი პოსტულატი ევროპული პოლიტიკური ცხოვრების: ყველაზე დიდ პასუხისმგებლობას წარუმატებლობაში ყოველთვის პასუხს აგებს ხელისუფლება.

2 კვირა დარჩა იქამდე, სანამ მიიღებს ევროკომისია გადაწყვეტილებას. ამ 2 კვირის განმავლობაში საჭირო არის, რომ ჩვენი თანამდებობის პირები, რომლებიც ბრიუსელში ექსკურსიაზე დადიან – ჩაბრძანდნენ, გამოიკვლიონ, შეხვდნენ ევროპარლამენტარებს, დაელაპარაკნონ, გაარკვიონ ჩვენთან მიმართებაში ყველა პრეტენზია, თუმცა მშვენივრად ვიცით რა არის ეს პრეტენზიები!

ხოლო ვინც ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსს კანდიდატი სახელმწიფოსთვის არაფერი არ მოაქვს, ის ადამიანი კინწისყვრით უნდა გააგდოთ და არასოდეს არაფერი არ ჰკითხოთ”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ადამიანების გაღვიძების დაუთქმელი რიტუალი გურიაში ასეთია…” – გიორგი კეკელიძის სახალისო ისტორია

ქართველი პოეტის, პროზაიკოსი, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის, ბიბლუსის შემოქმედებითი...

“რამდენი უსახური ნაგებობა შენდება ქალაქში და მაინც და მაინც დოქებს მიადგნენ” – რომან გოცირიძე

გავრცელებული ინფორმაციით რიყის დოქების დემონტაჟის გადაწყვეტილებაა მიღებული და მის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...