spot_img
მთავარითავდაცვა და უსაფრთხოება"ჩემი აზრით მთავარ სპეციალისტზე ნაკლები ხელფასი ჯარისკაცს არ...

“ჩემი აზრით მთავარ სპეციალისტზე ნაკლები ხელფასი ჯარისკაცს არ უნდა ჰქონდეს და ასევე ვფიქრობ პოლკოვნიკებზე, კაპიტნებზე, სერჟანტებზე და ა.შ.” – გიორგი ვაშაძე

ამ ახალგაზრდა ბიჭებს უნდა მოემატოთ ანაზღაურება, მინიმუმ 500 ლარი მაინც უნდა ჰქონდეთ. ხომ არ ფიქრობთ, რომ ამაზე თქვენ ყურადღება უნდა გაამახვილოთ და გულთან მიიტანოთ ქართველი ახალგაზრდა ვაჟკაცი წვევამდელების ყოველდღიური ყოფითი პრობლემები, რომელიც მათ აქვთ?!” – ასე მიმართა “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფორმატში მოსულ თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბუფჭულაძეს”

ბატონო ჯუანშერ, თუ იცით რამდენი ლარია წვევამდელების ანაზღაურება? – ამ ადამიანების ანაზღაურება არის 75 ლარი ხელზე თვეში, მაქსიმუმ 80 ლარი, ეს ადამიანები არიან წვევამდელები და ამ კაპიკებს იღებენ, ამ კაპიკებით ყოველ მესამე დღეს 24 საათი მორიგეობენ, სახლში უნდა წავიდნენ, უნდა იკვებონ, უნდა მოვიდნენ და დაიცვან საქართველოს პარლამენტი, სხვა სახელმწიფო უწყებები.

ბატონო ჯუანშერ თქვენ თუ იცით შრომაში დაცვის პოლიცია რამდენს იღებს ერთი ადამიანის ხარჯზე? – 1000 ლარს, ანუ ათას ლარამდე მათ შრომაში იღებს დაცვის პოლიცია და 75 ლარს აძლევს ამ ადამიანებს, ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს უბრალოდ არაადამიანურია?!

ამ ახალგაზრდა ბიჭებს უნდა მოემატოთ ანაზღაურება, მინიმუმ 500 ლარი მაინც უნდა ჰქონდეთ. ხომ არ ფიქრობთ, რომ ამაზე თქვენ ყურადღება უნდა გაამახვილოთ და გულთან მიიტანოთ ქართველი ახალგაზრდა ვაჟკაცი წვევამდელების ყოველდღიური ყოფითი პრობლემები, რომელიც მათ აქვთ?!

მეორე საკითხზე მინდა ვისაუბრო ზუსტად იგივე ხელფასებთან დაკავშირებით. პროფესიონალურ ჯარში რიგითის ხელფასი ვეძებეთ, ბოლო მონაცემი, რომელიც ვნახე წელიწადნახევრის წინ იყო, მას შემდეგ ცოტა მოიმატა, მაგრამ დაახლოებით 900-დან 1000-ლარამდე შუალედშია, ხელზე უფრო ნაკლები გამოდით ჯარისკაცებს. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს იმდენად დაბალი ხელფასია, რომ ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს უძღვნის ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, თავდაცვისუნარიანობას, თუ საჭირო გახდა სიცოცხლე უნდა დათმოს, მას მინიმუმ უნდა გაუორმაგდეს და თქვენ რას იტყვით, რომ ამ ხალხს გაუორმაგდეთ ხელფასები?!

თუ ამაზე დაგვთანხმდებით, თქვენთან ერთად ვიმუშავებთ, ბიუჯეტში ეს თანხა ვიშოვით, რომ მათი ანაზღაურება იყოს მეტ-ნაკლებად ღირსეული. ჩემი აზრით მთავარ სპეციალისტზე ნაკლები ხელფასი ჯარისკაცს არ უნდა ჰქონდეს და ასევე, ვფიქრობ, პოლკოვნიკებზე, კაპიტნებზე, სერჟანტებზე და ა.შ.

ბოლოს მინდა ჩემი გულწრფელი პატივისცემა გამოვხატო ყველა ჯარისკაცთან მიმართებაში, თქვენ ღირსეული ადამიანები ხართ და ჩვენ ყოველთვის დავიცავთ თქვენს ინტერესებს ნებისმიერ ადგილზე, სადაც არ უნდა იყოთ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...