spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ისევ დინების წინააღმდეგ გვიწევს ცურვა და აჟიოტაჟისთვის ცივი...

“ისევ დინების წინააღმდეგ გვიწევს ცურვა და აჟიოტაჟისთვის ცივი წყლის სხმა” – თამარ ჩერგოლეიშვილი

ინტერნეტგამოცემა “ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ივანიშვილის, ხელისუფლებისა და საპარლამენტო ოპოზიციის ინტერესებთან მიმართებაში თავის შეფასება-განმარტებებს აკეთებს:

ისევ დინების წინააღმდეგ გვიწევს ცურვა და აჟიოტაჟისთვის ცივი წყლის სხმა.

1. სისულელეა, რომ ივანიშვილს არ უნდა კანდიდატის სტატუსი მიიღოს ქვეყანამ.
ივანიშვილს უნდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს ქვეყანამ, უბრალოდ მას არ სურს შესაბამისად მოიქცეს. იმიტომ რომ შესაბამისად თუ მოიქცევა, ძალაუფლებას დაკარგავს;

2. ვისაც სურს, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი ისე მიიღოს, რომ ხელისუფლებამ რეფორმები არ გაატაროს, სურს ზუსტად იგივე რაც ივანიშვილს.

განსხვავება ისაა, რომ ოპოზიციას უნდა ივანიშვილმა ძალაუფლება დაკარგოს, უბრალოდ არ იცის ეს როგორ უნდა ქნას.

სხვანაირადაც ვიტყვი რომ სწორად გაიგოთ:

ხელისუფლებასაც და საპარლამენტო ოპოზიციასაც გსურთ ერთი და იგივე და რას ვერ იყოფთ, ჩემთვის გაუგებარია.

ივანიშვილს სურს ჯილდო, ოღონდ არ სურს ამ ჯილდოს მისაღებად წესებით ითამაშოს.

საპარლამენტო ოპოზიციასაც სურს ჯილდო, მიუხედავად იმისა რომ ხელისუფლება უწესოდ თამაშობს – ამბობს, რომ მიუხედავად იმისა ხელისუფლება როგორ იქცევა, ქართველი ხალხი ამას იმსახურებს.

(ქართველი ხალხი რომ ირჩევს ამ ხელისუფლებას, ეგ კომპონენტი შეგნებულად, ან შეუგნებლად გამოტოვებული აქვთ – თუ იმას იტყვიან, რომ ეს ხელისუფლება არჩეული არ არის და ძალაუფლება მიტაცებული აქვს, თავად უზურპირებულ პარლამენტში რას აკეთებენ, ვერ ახსნიან).

ახლა როგორაა საქმე ჩვენთვის:

ჩვენ მიგვაჩნია რომ ჩვენ გვაკისრია ისტორიული მისია.

ჩვენ გახსნილი გვაქვს შესაძლებლობის ისტორიული ფანჯარა და გვაქვს ძალიან დიდი შანსი საუკუნეების განმავლობაში ნანატრ ეროვნულ უსაფრთხოებას და თავისუფლებას მივაღწიოთ და ჩამორჩენილი ქვეყნის ნაცვლად, მთელი რეგიონის თავისუფლების შუქურად ვიქცეთ და შინ დავბრუნდეთ!

ოღონდ ამას ვერ უზრუნველყოფს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა – კანდიდატის სტატუსი მხოლოდ დიაზეპამის როლს შეასრულებს, რომლის მოქმედება გაივლის და ხელში ისევ ანტიევროპული რეჟიმი შეგვრჩება.

იმისთვის, რომ სამშვიდობოს გავიდეთ, ჩვენ გვჭირდება ივანიშვილის რეჟიმი ვაიძულოთ იმოქმედოს წესებით და დაკარგოს ძალაუფლება“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თამარ ჩერგოლეიშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ვინც დიად ნოდარ დუმბაძეს იცავს, ის არ უნდა იჯდეს ციხეში!” – გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით,...

“ევროპასთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, მაგრამ პარტნიორობა მონობას არ ნიშნავს” – ნიკოლოზ მეტრეველი

ანალიტიკოს ნიკოლოზ მეტრეველის კონკრეტული შეფასებები და პრიორიტეტები ევროკავშირთან დაკავშირებით: "სრულად...

ზაალ ანჯაფარიძე: “გვაქვს სიტუაცია, როდესაც “ქვას შეხვდა ქვა”

MMA-ის მებრძოლი გიორგი ქართველიშვილის და მისი თანამოაზრეების მიერ დაანონსებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...