spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რეგვენია და საკუთარ ქვეყანას კონსტიტუციონალისტი არ შეიძლება აკადრებდეს...

“რეგვენია და საკუთარ ქვეყანას კონსტიტუციონალისტი არ შეიძლება აკადრებდეს ამას“ – ეკა ხერხეულიძე ირაკლი კობახიძეზე

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ, საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, კლინიკა ,,ვივამედში“ მოინახულა. შეხვედრის შერმდეგ, ოპოზიციონერმა ლიდერმა, მწვავე შეფასება გააკეთა მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ განცხადებაზე:

,,ველოდებით ისიც, მეც, ყველა გულშემატკივარი, ექსპერტების ჩართლობას, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას და იმედია ხვალიდან ექსპერტებს დაუშვებენ იმისთვის, რომ ალტერნატიულმა კომისიამ და აქ არსებულმა ექიმებმა ერთად შეჯერებული დასკვნა დადონ, რის საფუძველზეც გადაწყდება როგორ უნდა იმკურნალოს მიხეილ სააკაშვილმა. იმიტომ, რომ გარეგნული დათვალიერებით მას უკეთესობისკენ არანაირი ცვლილება არ აქვს.

რაც შეეხება კობახიძის განცხადებას – ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, ,,ქართული ოცნების“ მახასიათებელი. მათ უკონტროლო განცხადებებზე მუდმივად პასუხის გაცემა თვითონ ჩვენ გვაგდებს უხერხულ მდგომარეობაში.

იმიტომ, რომ ახლა რას ამბობს კობახიძე თავის განცხადებაში?! – რომ საქართველოს ჰყავს/ჰყავდა პრეზიდენტი, რომელიც 9 500 პატიმარზე უარესია. ანუ ყველა მძიმე დანაშაულის მატარებელი პატიმარი, რომელიც სასჯელს იხდის პედოფილიაზე, მკვლელობაზე, ყაჩაღობაზე, ქურდობაზე – მათზე უარესია მიხეილ სააკაშვილი?!

აი, რა ვუპასუხო ახლა ამას?! – გარდა იმისა, რომ რეგვენია და საკუთარ ქვეყანას კონსტიტუციონალისტი არ შეიძლება აკადრებდეს ამას.

არ ვიცი ახლა მის თავში რა ტრიალებს, რა ხდება – ვერ გეტყვით. ფაქტი არის ერთადერთი რამ, რომ ეს არის სამარცხვინო. არ შეიძლება პარლამენტარი, მით უმეტეს პირველი სპიკერი აკეთებდეს ამგვარ განცხადებას“, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

 

ინფორმაციისთვის – ჟურნალისტებთან კომენტარში ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განმარტებები გააკეთა მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაყვანასთან დაკავშირებით: ,,საზღვარგარეთ გადაყვანა არის გამორიცხული, ყველანაირი საშუალება არსებობს საქართველოში იმისათვის, რომ განხორციელდეს მკურნალობა. არავითარი განსაკუთრებული პრობლემა არ არსებობს.

ყველანაირი სერვისის საშუალება არსებობს. არავითარი მიზეზი საზღვარგარეთ გადაყვანისთვის, რა თქმა უნდა, არ არის. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, თანასწორობის პრინციპის დაცვით ზუსტად ისეთივე მოპყრობა იქნება სააკაშვილის მიმართ, როგორიც სხვა პატიმრის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ მას ბევრად უფრო მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი, ვიდრე სხვა 9 500 პატიმარს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ივანიშვილის რეჟიმი ჩიხშია და რუსეთის მზარდ კრიზისთან ერთად, კიდევ უფრო მეტად შევა ჩიხში” –...

კულტურის, ეროვნული იდენტობის დაცვის მიზნით დაანონსებულ ახალი მოძრაობის შექმნას...

“თრიალეთი” სახალხო დამცველს მოუწოდებს, უმოკლეს ვადაში დაასრულოს საქმის შესწავლა, წერილობით აცნობოს მიღებული გადაწყვეტილება და...

ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთი” წარდგენილ განცხადებაზე საქართველოს სახალხო დამცველისგან პასუხს...

გიორგი კეპულაძე – არსებობს თუ არა რეალურად “შავი სია?”

"რა არის საკრედიტო ისტორია და ვინ ინახავს მას?" -...

აჭარის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

ავსტრიულმა სამოგზაურო პლატფორმამ ,,1000 Things” აჭარის შესახებ ვრცელი სტატია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...