spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმამუკა მდინარაძე ოპოზიციას: „ჩვენ არ დავუშვებთ რომ თქვენს...

მამუკა მდინარაძე ოპოზიციას: „ჩვენ არ დავუშვებთ რომ თქვენს მიერ მოგონილი ტერმინის – „შავი ხვრელის“ შექმნის საშუალება მივცეთ რუსეთს“

ოპოზიციისგან არ მიგვიღია პასუხი კითხვაზე – ამ მოცემულობით საქართველო იმსახურებს თუ არა კანდიდატის სტატუსს. არაფრით არ უნდათ კონკრეტულად ასეთი ფორმულირებით კითხვაზე პასუხის გაცემა“, – ამის შესახებ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით, საქართველოს პრემიერ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმინეს.

მისი თქმით, საქართველოს მიერ მოქმედებები მიმდინარეობს როგორც ჰუმანიტარული დახმარების კუთხით, ასევე პოლიტიკური მხარდაჭერის კუთხით.

საქართველო უერთდება ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს უფრო მეტიც, ჰააგაშიც კი მიმართვის თანაავტორია. ფაქტია, რომ 200-ზე მეტ განცხადებას, რეზოლუციას და მხარდამჭერ აქტს შევუერთდით, ვართ თანაავტორები და თანასპონსორები“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, ამის პარალელურად ოპოზიცია ავრცელებს უამრავ ცრუ ინფორმაციას.

საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტი აპირებს საჯარო სკოლებსა და უმაღლეს დაწესებულებებში რუსულენოვანი სექტორის აღდგენას. ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოგონილი „ფეიკ ნიუსი“. ბათუმში იხსნება რუსული სკოლა; საქართველოს საჰაერო სივრცე რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა გადაკვეთეს; ჩეჩნეთ-საქართველოს დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა სასწრაფო წესით დაიწყო; ლარსთან, გაურკვეველი ნომრებით გადაადგილდება სამხედრო ტექნიკა, რომელიც დადის რუსეთის მიმართულებით.

ყველა ეს არის „ფეიკ ნიუსი“ და ტერმინი „შავი ხვრელი“… ეს ტერმინი თავად მოიგონეს და ბოლოს ამ კამპანიით მივიდნენ იქამდე, რომ საკუთარი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს წერენ წერილს – თუ რას აკეთებთ ამ „შავი ხვრელის“ გამოსარიცხად. ამბავი მოიგონეს და გვეუბნებიან – ნუ ვაკრიტიკებთ, ნუ ვესხმით თავს ევროპარლამენტარებს, კონკრეტულ ადამიანებს. სინამდვილეში როდესაც ჩვენ თავს ვიცავთ ამას ოპოზიცია ეძახის თავდასხმას. ანუ რომ გცემენ ხელი არ უნდა შეუბრუნო – ეს არის თავდასხმა და ევროინტეგრაციის პროცესს შეაჩერებს. ამ ლოგიკით ცდილობთ ევროპულობის დამტკიცებას ეს ცალკე პარადოქსია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, საქართველო რუსეთს არ უწესებს სანქციებს, რადგან ეს, ოკუპანტ ქვეყანას ვერ დააზიანებს და დააზიანებს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს, საქართველოს ეკონომიკას, საქართველოს, რუსეთში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს. „ჩვენ არ დავუშვებთ რომ თქვენს მიერ მოგონილი ტერმინი ე.წ. „შავი ხვრელი“ – ამისი შექმნის საშუალება მივცეთ რუსეთს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“პირველად როცა ვნახე ხანძთა, გუმბათი მთლიანად იდგა. ახლა ქვა-ქვა იშლება” – ნიკა ვაჩეიშვილი

ხანძთის მონასტრის სავალალო მდგომარეობის შესახებ საუბრობს ხელოვნებათმცოდნე, კულტურისა და...

“3 თვეა დედა არ მინახავს, 3 თვეა მისი ხმა არ გამიგია…” – ელისო კილაძის...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა პლიუსის" დამფუძნებლის, ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილი სოციალურ...

“რომ არა უწყვეტი პროტესტი, ხალხის თავდადება და დაუღალავი ბრძოლა, დაიჭერდა თუ არა ივანიშვილი ამ...

საქართველოს პროკურატურის განცხადებით – ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და...

“ეს არის რეჟიმის მიერ გაფორმებული პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელსაც სამართალთან საერთო არაფერი აქვს” – “ოპოზიციის...

4 ოქტომბრის საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს, პოლიტიკური განცხადებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ღია და დაუნდობელი ბრძოლა მიდის, პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“რამდენიმე ასეული ადამიანია ნაცემი, ნაწამები და მოწამლული. 5 კაცი აკეთებდა ამ ყველაფერს?” – გია...

საქართველოს პროკურატურის განცხადებით - ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და...

“რომ არა უწყვეტი პროტესტი, ხალხის თავდადება და დაუღალავი ბრძოლა, დაიჭერდა თუ არა ივანიშვილი ამ...

საქართველოს პროკურატურის განცხადებით – ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და...

“შინაგანად ირაკლი ღარიბაშვილი თავისი პატიმრობით სჯის ბიძინა ივანიშვილს…” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას ირონია ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით: "შინაგანად ირაკლი...