ორშაბათი, მაისი 20, 2024

“არ მჯერა რომ “აბა ომი გინდათ?” “ქართული ოცნების” დანერგილია, ამ ფენომენს გაცილებით ღრმა ფესვები აქვს” – ირაკლი ოქრუაშვილი

პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი “აბა ომი გინდათ?” ფენომენის ქართულ რეალობაში წარმოშობა/დამკვიდრების თაობაზე საუბრობს:

მე არ მჯერა რომ “აბა ომი გინდათ?” “ქართული ოცნების” დანერგილია. არა იმიტომ, ქოცებს რომ სამაგისო ინტელექტი არ აქვთ. არა, ამ ფენომენს გაცილებით ღრმა ფესვები აქვს და თუ არა მეფის რუსეთის დროს გადაგვარებული თავად-აზნაურობიდან, საბჭოთა დროიდან მაინც იღებს სათავეს, როდესაც 60-იანი წლების შემდეგ ქართველებმა ერთბაშად დაკარგეს ჯარში სამსახურის ინტერესი და საბჭოთა, აზროვნებით უფრო ახლო, მილიციას მასიურად მიაშურეს

მილიციაში სამსახურისადმი ერთი ნაწილის ინტერესმა, მეორე ნაწილს სრულიად საპირისპირო ინტერესი გაუღვივა და “ქურდობამ” და ქუჩის კანონებისადმი ინტერესმა არანაკლები გადაქაჩა მისკენ. ასე ჩაკვდა კოლექტიური ბრძოლის და გადარჩენის ინსტიქტი დროთა განმავლობაში. ამას დაემატა რამდენიმე წაგებული ომის სინდრომი და მივიღეთ კინტოების საზოგადოების დომინირება ბრძოლის შემძლე და მოყვარულ ნაწილზე.

ათი წლის წინ ერთი ცნობილი ოჯახის შვილი და აფხაზეთში არცთუ ურიგოდ ნაომარი თბილისელი თავგამოდებით მიმტკიცებდა, თუ “როგორ შეიძლება რუსეთთან ომი, ამის გამო ქართველები ხომ შეიძლება სულ გავწყდეთო?” მაგრად მეცინებოდა რომ ვუსმენდი, მაგრამ სანამ არ ვუთხარი ვერ მიხვდა ჩემი სიცილის მიზეზს – მის მიერ გაკეთებული “წამლით” თუ რამდენი ვერელი და ვაკელი იყო გაწყვეტილი.

ჩვენმა და რუსების “ერთობლივმა ძალისხმევამ” ერთნაირად დაამკვიდრა “აბა ომი გინდათ?” დიდი ხნის განმავლობაში და არა უკრაინის ომმა და ქოცებმა“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ირაკლი ოქრუაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული