ოთხშაბათი, მაისი 8, 2024

“ჭამოს კვერცხი და ხაჭო და დამთავრდება პრობლემა” – ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმაურება:

რაც შეეხება სააკაშვილის მდგომარეობას, ბუნებრივია, პატიმრის ჯანმრთელობის დაცვა არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა და ამ კუთხით ყველაფერი უნდა გაკეთდეს და კეთდება კიდეც.

თუ პატიმარი განწყობის არარსებობის გამო არ იღებს ცილოვან საკვებს, აქ არ ვიცი რა უნდა გაკეთდეს, მაგრამ შეიძლება აქაც იყოს გარკვეული გზები. საბოლოო ჯამში ერთი რამ შეიძლება ითქვას, რომ ის ყველანაირი პირობებით არის უზრუნველყოფილი.

მარტივად გვაქვს აქ საქმე: კაცს შეუძლია მიიღოს ცილა და არ იღებს ცილას. კეთილი ინებოს, მიიღოს და დამთავრდება ამით ყველაფერი. რატომ შეიძლება ჭამდე შოკოლადს და არ ჭამდე ხაჭოს, ამ დეტალებში შესვლა ნამდვილად არ შემიძლია. ჭამოს კვერცხი და ხაჭო და დამთავრდება პრობლემა.

მე მგონია, რძის პროდუქტებთან იმდენი იმგზავრა, რომ ეტყობა რაღაც განზიდვა აქვს ამ პროდუქტების მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული