საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვაზე პირდაპირ პასუხს თავს არიდებს, თუმცა კონკრეტულ შეფასებებს აკეთებს ციხეებში პატიმრების მდგომარეობასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ მათ სრული კომფორტი აქვთ იქ შექმნილი:
,,პატიმარზე საუბარს არ ვაპირებ. თუ რამე კითხვა გაქვთ შეგიძლიათ მიმართოთ პენიტენციურ სამსახურს. იცით, რომ 24 საათის განმავლობაში არა მხოლოდ თქვენს მიერ ნახსენებ პატიმარს, არამედ ყველა პატიმარს უტარდება მონიტორინგი, კვლევა, აქვს სრული კომფორტი. არა ისეთი, როგორიც მანამდე იყო სააკაშვილის დროს, როცა პატიმრებს აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, ცემდნენ, კლავდნენ პირდაპირ, არამედ იქ არის სრული კომფორტი შექმნილი პატიმრებისთვის – ნორმალური პირობები, კვება შესანიშნავი.
ასე, რომ არავითარი კითხვა არ უნდა არსებობდეს. გასაგებია, მოვისმინეთ წუხილი, რომ პატიმარს თურმე რაღაც კომფორტი დაერღვა. ყველა პატიმარს აქვს დარღვეული კომფორტი. იმიტომ, რომ შეზღუდული აქვთ თავისუფლება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


