spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"უკრაინაში დაღუპული მებრძოლების ოჯახებმა უნდა ისარგებლონ იმავე სოციალური...

“უკრაინაში დაღუპული მებრძოლების ოჯახებმა უნდა ისარგებლონ იმავე სოციალური დაცვის პაკეტით, რითაც სარგებლობენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანიბისთვის დაღუპული მებრძოლის ოჯახები” – ანა წითლიძე

ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ წევრმა ანა წითლიძემ წარადგინა საკანონმდებლო ინიციატივა, სადაც აღნიშნულია, რომ უკრაინაში დაღუპულ ქართველ გმირების ოჯახებმაც ისარგებლონ იმავე სოციალური დაცვის პაკეტით, რითაც სარგებლობენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლის ოჯახები:

,,დღეს, ჩვენს სამხედროებთან ერთად, მინდა წარმოგიდგინოთ ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ეხება უკრაინაში დაღუპულ ქართველ გმირებს.

9 ქართველი გმირი შეეწირა უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლას. ამ ადამიანებმა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლა – ეს არის საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლა. თუ ვინმესთან დღეს ვალში არის ქართული სახელმწიფო არის სწორედ ამ თავდადებულ ადამიანებთან, რაზეც დგას დღეს ქართული სახელმწიფო.

სწორედ ამიტომაც, ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძარობა’’ დღეს წარვადგენთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებების შეტანას საქართველოს კანონში ,,ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის დაღუპული, უგზო-უკვლოდ დაკარგული, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილი ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ’’.

ამ ცვლილების მიხედვით, უკრაინაში დაღუპული მებრძოლების ოჯახებმა უნდა ისარგებლონ იმავე სოციალური დაცვის პაკეტით, რითაც სარგებლობენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლის ოჯახები. ეს გულისხმობს ერთჯერად დახმარებას 100 000 ლარის ოდენობით და სხვა კანონით გათვალისწინებულ სოციალურ შეღავათებს.

ასევე, მეორე საკანონმდებლო ინიციატივა, რაზეც მუშაობს ფრაქცია ეხება იმ ქართველ მებრძოლებს, რომლებიც იბრძვიან წინა ხაზზე უკრაინაში და უკრაინასთან ერთად დღეს იცავენ საქართველოს თავისუფლებასაც.

ამ მებრძოლებს ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, უნდა ჰქონდეთ იგივე ომის ვეტერანის სტატუსი, რაც აქვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლებს და ასევე, სამშვიდობო მისიებში მონაწილე პირებს.

ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ საკანონმდებლო ინიციატივას ექნება მხარდაჭერა“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ძალიან მარტივი ცხოვრებისეული ფორმულაა – ვისაც ყველასთან კარგად უნდა იყოს, ის საბოლოო ჯამში სრულიად...

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი შიო III-ის არჩევიდან მეორე...

“რომ არა უწყვეტი პროტესტი, ხალხის თავდადება და დაუღალავი ბრძოლა, დაიჭერდა თუ არა ივანიშვილი ამ...

საქართველოს პროკურატურის განცხადებით – ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და...

“ვულოცავთ სრულიად საქართველოს ახალი პატრიარქის არჩევას!” – “სტრატეგია აღმაშენებელი”

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელი" მეუფე შიოს სრულიად საქართველოს პატრიარქად არჩევას...

“ხალხი ზუსტად იმდენად არის გაბედული, სადამდეც გაბედულია მისი ლიდერები” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“რამდენიმე ასეული ადამიანია ნაცემი, ნაწამები და მოწამლული. 5 კაცი აკეთებდა ამ ყველაფერს?” – გია...

საქართველოს პროკურატურის განცხადებით - ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...