spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებითუკი სკოლაში არჩევითი სწავლების უფლებას დავაწესებთ მეგრულისა და...

თუკი სკოლაში არჩევითი სწავლების უფლებას დავაწესებთ მეგრულისა და სვანურისათვის ამით ამ ენებს დავიცავთ – სალომე ზურაბიშვილი

დედაენის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა განცხადება გააკეთა, სადაც ისტორიულ შეფასებებთან ერთად, ქართული და აფხაზური ენების დაცვასთან ერთად სხვა ქართველურ ენების დაცვაზეც ისაუბრა:

სახელმწიფო ენის დღე ეკუთვნის იმ უმნიშვნელოვანესი თარიღების რიგს, რითაც საქართველომ შეძლო საკუთარი მეობის შენარჩუნება, სახელმწიფოებრიობის გადარჩენა და გაძლიერება – რითაც დღემდე მოვიდა.

შეიძლება ითქვას, რომ 1978 წლის 14 აპრილით იწყება ჩვენი მსვლელობა საბჭოთა ოკუპაციისგან გათავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ.

კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის სტატუსის დაცვა და არდათმობა, რომელმაც შვა ეროვნული მოძრაობა, უტოლდება სხვა ისტორიულ თარიღებს და გამარჯვებებს – 1917 წელს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას, 1918 და 1991 წლებში დამოუკიდებლობის აქტების მიღებას. ამ გამარჯვებაზე დგას დღესაც ჩვენი სახელმწიფო.

მიუხედავად რუსიფიკაციასთან უთანასწორო ბრძოლისა, საქართველომ შეძლო, დამოუკიდებლობასთან ერთად, გადაერჩინა თავისი 16 საუკუნოვანი ლიტერატურული მემკვიდრეობა, შეენარჩუნებინა 3 ქართული ანბანი და ამავე დროს მოეხდინა ქართული ენის მოდერნიზაცია.

ქართული კულტურის წინააღმდეგ ომს რუსეთი აგრძელებს აფხაზეთში, სადაც ერთნაირად იზღუდება, როგორც აფხაზური, ასევე, ქართული ენა. წლიდან წლამდე მცირდება აფხაზურ ენაზე მოსაუბრეთა რიცხვი. გალსა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ქართველებს კი ეკრძალებათ ქართულ ენაზე სასკოლო განათლების მიღება.

ქართული და აფხაზური ენის დაცვასთან ერთად, რაც კონსტიტუციითაც გარანტირებულია, გვევალება მეგრულის, სვანურის, ჭანურისა და ლაზურის დაცვა და გადარჩენისთვის ზრუნვა, რამეთუ ეს ენები განუყოფელი ნაწილია ჩვენი კულტურის და წარმოადგენენ უნიკალურ სიმდიდრეს. ამას შევძლებთ, თუკი სკოლაში არჩევითი სწავლების უფლებას დავაწესებთ – პირველ რიგში მეგრულისა და სვანურისათვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ვულოცავთ სრულიად საქართველოს ახალი პატრიარქის არჩევას!” – “სტრატეგია აღმაშენებელი”

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელი" მეუფე შიოს სრულიად საქართველოს პატრიარქად არჩევას...

“მე მამაჩემი თვალებში ამაყად მიყურებს იმიტომ, რომ სიკეთის და ამ ქვეყნის სიყვარულის გარდა ცხოვრებაში...

"ბატონ ირაკლი ხუსკივაძეს მინდა მივმართო - მაინტერესებს, მაშინ მაინც...

“საერთოდ წინააღმდეგობის მოძრაობაში ყველა თანამდებობა პირობითია” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 2024 წელს "ნაციონალურ მოძრაობაში"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...