სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, ოჯახის ოთხფეხა მეგობრის გარდაცვალების შესახებ წერდა “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია და აღნიშნავდა, რომ “სამედიცინო მანიპულაციის დროს დააძინეს და ვეღარ გააღვიძეს”, ხოლო შემდეგ უშუალოდ ვეტერინარული კლინიკა “ვეტექს”-ს მიმართავს და აცხადებს, რომ არ შეარჩენს ჯანმრთელი ძაღლის მოკვლას:
“Vetex – ვეტექსი”, ეს დღეები თქვენი თავი არ მქონდა. ხომ არ გგონიათ, შემთხვევით, რომ დამავიწყდით? შემთხვევით, ხომ არ ფიქრობთ, ჯანმრთელი ძაღლის მოკვლას შეგარჩენთ? დაბადების დღეს გაწყევლინებთ თითოეულ თქვენგანს, თქვე მკვლელო ნაძირლებო!
ორშაბათს მოვალ და ვეტექიმიან Mariam Chkhikvishvili, ანესთეზიოლოგიან, კლინიკის მეპატრონიანად დამხვდით ყველანი. არც გაბედოთ პასუხისმგებლობისთვის თავის არიდება, არც კი სცადოთ! გაფრთხილებთ, უარესს მოსწევთ საკუთარ თავს!” – მიმართავს ნიკა გვარამია ფეისბუქის პირადი გვერდიდან.
მანამდე, რამდენიმე საათით ადრე, ასევე სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, ოჯახის ოთხფეხა მეგობრის დაღუპვასთან დაკავშირებით:
“ჩვენს ოჯახში ერთი დიდი ნათურა ენთო, რომელიც უამრავ სინათლეს, სითბოსა და სიკეთეს აფრქვევდა. გუშინ ეს ნათურა სამუდამოდ ჩაქრა. სამედიცინო მანიპულაციის დროს დააძინეს და ვეღარ გააღვიძეს. სამუდამოდ შეწყდა მისი გულისცემა და სამუდამოდ თან წაიღო ჩვენი სიყვარული.
როცა სამი თვის მოიყვანეს, ხელისგულზე ეტეოდა. ხუთი წელი გვჩუქნიდა მხოლოდ სიკეთეს და სიყვარულს. არაფერი არ უნდოდა ჩვენგან სანაცვლოდ. მძიმე სტრესიდან გამოიყვანა ბავშვები, სიცოცხლე და ბედნიერება შემოიტანა ჩვენს ოჯახში და ყველა მის ირგვლივ შეგვკრიბა, ჩვენი ემოციური გრავიტაციის ცენტრი გახდა.
ახლა კი წავიდა და დაგვიტოვა ტკივილი, უზარმაზარი სევდა და მარადიული მონატრება. ძალიან გვიჭირს ყველას ამ მდგომარეობიდან გამოსვლა, განსაკუთრებით, ბავშვებს. მეც, მხოლოდ დღეს შევძელი ამის დაწერა. სოფო, მის მიერ.
ბევრი ვერ გაიგებს ამას ყველაფერს. მესმის. მაგრამ ჩვენთვის ცხოვრება აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც მის სიკვდილამდე იყო.
ჩვენი ედგარი აღარ არის. ჩემი გოჭიანე დავკარგე, ჩემი ყველაზე ერთგული მეგობარი“, – მწუხარებით აღნიშნავდა ნიკა გვარამია.

