კვირა, აგვისტო 3, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგულაციები და წესები"პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ცვლილებები,...

“პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ცვლილებები, რომელიც ონლაინ სათამაშო ბიზნესის საქმიანობას არეგულირებს” – საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობა განცხადებას ავრცელებს ონლაინ სათამაშო ბიზნესის საქმიანობის დასარეგულირებლად პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებების პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით განხილვასა და მიღებასთან დაკავშირებით:

პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ცვლილებები, რომელიც ონლაინ სათამაშო ბიზნესის საქმიანობას არეგულირებს.

2022 წლის 1-ლი იანვრიდან, სექტორის დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 65-70%-ით.

1-ლი მარტიდან აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება აეკრძალებათ 25 წლამდე მოქალაქეებს, სახელმწიფო შემწეობის მიმღებ სოციალურად დაუცველ პირებს, საჯარო მოხელეებს, პირებს, რომლებიც მიმართავენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით, ასევე მათ, ვინც მოხვდებიან ე.წ. „შავ სიაში“ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ან ოჯახის წევრების მოთხოვნით.

ჯამში, აზარტულ თამაშებზე წვდომა 1 მილიონამდე სრულწლოვან მოქალაქეს შეეზღუდება.
1 მარტიდან, მკაცრდება კონტროლის მექანიზმებიც.

აიკრძალება სათამაშო ბიზნესის სატელევიზიო და გარე რეკლამა, ასევე – რეკლამის განთავსება ქართულ ვებგვერდებზე.

სათამაშო ბიზნესის ოპერატორებისთვის დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება,” – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ComCom-მა “სეზონი ტვ” შეურაცხმყოფელი ლექსიკისთვის 2500 ლარით დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ „სეზონი ტვ“ არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევისთვის 2500 ლარით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“ეს უკვე მილიციაც აღარ არის… უცოდინარ, უზრდელ, დამშეულ და აგრესიულ ბრბოდ აქცია პატრონმა” –...

სამართალდამცვი ორგანოს თანამშრომლებთან დაკავშირებით გავრცელებულ კონკრეტულ ფაქტებზე მძიმე შეფასებებს...