პარასკევი, მაისი 2, 2025
13.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგულაციები და წესებიაზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებით პარლამენტმა საკანონმდებლო პაკეტი...

აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებით პარლამენტმა საკანონმდებლო პაკეტი მიიღო

პარლამენტმა, რიგგარეშე სესიის 22 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე საბოლოო, მესამე მოსმენით განიხილა და 82 მომხრით, ერთის წინააღმდეგ, მიიღო კანონპროექტი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თანმდევ კანონპროექტებთან ერთად.

მომხსენებლის, პროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილის განცხადებით, მეორე მოსმენის შემდეგ, კანონპროექტში, ძირითადად, იურიდიული დეპარტამენტის მხრიდან წარმოდგენილი რედაქციული შენიშვნების გათვალისწინება მოხდა.

საკანონმდებლო პაკეტით, აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებული კანონმდებლობა მკაცრდება.

მისი შემუშავების აუცილებლობა სათამაშო ბიზნესის სფეროში საზოგადოების მაღალმა საჯარო ინტერესმა განაპირობა.

პროექტი ითვალისწინებს აზარტული და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობისთვის ასაკობრივი ზღვარის გაზრდას.

კერძოდ, 25 წლამდე ასაკის პირთა (18 წლამდე უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის) თამაშში მონაწილეობის აკრძალვას, დამოკიდებულ პირთა სიის და აკრძალულ პირთა სიის შექმნას.

კანონპროექტი საჯარო მოხელეებს და სოციალურად დაუცველ პირებს თამაშის უფლებას უკრძალავს.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებებმა კიდევ შვიდ მოქმედ კანონში გამოიწვია ცვლილებების შეტანა.

ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ლევან მგალობლიშვილი, გელა სამხარაული, გოჩა ენუქიძე, ბეჟან წაქაძე, ელგუჯა გოცირიძე და ირაკლი (დაჩი) ბერაია.

საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ირაკლი, მამაშენი რომ მოსკოვის მერიაში ატარებდა გამსახურდიას დამამხობელ განცხადებებს, მაშინ ვისი აგენტურა იყო ხომ...

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მთავრობის მეთაურს, ირაკლი კობახიძეს...

“მოკლედ, მე მზად ვარ თუ სხვა ვინმეც გაბედავთ. ნუ იქნებით ნახევრად გახარიები” – ირაკლი...

შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი იმ...