spot_img
მთავარიგანსჯის საგანი"მაგთიკომი" განცხადებას ავრცელებს მაგთი ფიქსის მომხმარებლების მომსახურებასთან დაკავშირებით

“მაგთიკომი” განცხადებას ავრცელებს მაგთი ფიქსის მომხმარებლების მომსახურებასთან დაკავშირებით

შპს “მაგთიკომისთვის” 17 ივნისიდან CDMA ლიცენზიის ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ განცხადების გავრცელებასა და ორმხრივი მცდელობის შედეგად მიღწეული იქნა შეთანხმება და მაგთი ფიქსის მომსახურება უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.

17 ივნისიდან მაგთი ფიქსის მომსახურება უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება და მომხმარებლები შეუფერხებლად შეძლებენ აღნიშნული სერვისით სარგებლობას.

მიუხედავად გარკვეული სირთულეებისა, მაგთიკომისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, გაგრძელდა მაგთი ფიქსის ლიცენზიის მოქმედების ვადა.

მოხარული ვართ, რომ ჩვენი მომხმარებლები ისევ ისარგებლებენ მაგთი ფიქსის მომსახურებით.

მაგთიკომი, როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, თავს ვალდებულად თვლის, საზოგადოებას მიაწოდოს დამატებითი ინფორმაცია, თუ რა გარემოებებს ეფუძნება მისი გადაწყვეტილება მაგთი ფიქსის მომსახურების შეწყვეტის შესახებ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ სპეციალური განცხადებაც გაავრცელა შპს “მაგთიკომმა”:

“მაგთიკომი, როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, თავს ვალდებულად თვლის, საზოგადოებას მიაწოდოს დამატებითი ინფორმაცია, თუ რა გარემოებებს ეფუძნება მისი გადაწყვეტილება მაგთი ფიქსის მომსახურების შეწყვეტის შესახებ.

მაგთიკომი არაერთგზის შეეცადა, შეენარჩუნებინა მაგთი ფიქსის მომსახურება, გაეგრძელებინა CDMA ლიცენზიის მოქმედების ვადა და გაეთვალისწინებინა მომხმარებლების, განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების ინტერესები, მიუხედავად იმისა, რომ CDMA ტექნოლოგია მორალურად მოძველებულია და მაგთი ფიქსის აბონენტების რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია.

მაგთიკომმა მაგთი ფიქსის მომსახურების შენარჩუნებასთან დაკავშირებით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან კონსულტაციები ჯერ კიდევ 2018 წელს დაიწყო, რათა გაერკვია არსებული საკანონმდებლო რეგულაციის ფარგლებში ან საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე ლიცენზიის გაგრძელების შესაძლებლობა, რომელიც გაითვალისწინებდა არსებულ რეალობას: მოძველებული ტექნოლოგიის პერსპექტივას, აბონენტების მცირე რაოდენობას და სხვა არსებით გარემოებებს. სამწუხაროდ, გავლილი კონსულტაციების საფუძველზე, ასეთი შესაძლებლობა (კანონიერი) გამოირიცხა. შესაბამისად, მაგთიკომი იძულებული გახდა, მიეღო გადაწყვეტილება მაგთი ფიქსის მომსახურების შეწყვეტაზე, ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის გამო.

მაგთიკომისთვის, როგორც კანონმორჩილი და ბიზნეს ეთიკური კომპანიისთვის, მიუღებელია ნებისმიერი საჯარო განცხადება, რომელიც ზიანს აყენებს კომპანიის არსებულ იმიჯს. მაგთიკომს არასდროს განუცხადებია უარი, უფრო მეტიც, დღესაც მზად არის განიხილოს და დაეთანხმოს ნებისმიერ გონივრულ წინადადებას, რაც შესაძლებელს გახდის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, უზრუნველყოფილ იქნას მაგთი ფიქსის მომსახურების უწყვეტობა. მაგთიკომს არანაირი სურვილი არ აქვს, საკუთარ აბონენტებს ამა წლის 17 ივნისს შეუწყვიტოს მომსახურების მიღება, პირიქით, ჩვენი მიზანია მისი შენარჩუნება, თუმცა, ლიცენზიის არარსებობის პირობებში, მომსახურების შეწყვეტა კომპანიის კანონისმიერი ვალდებულებაა” – აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს განცხადება

საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეუფერხებლად გადაადგილებისა და საგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით,...

🦅 დურაჯი (Francolinus francolinus)

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მორიგი საინტერესო მასალა. ამჯერად წარმოდგენილია...

ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ბიზნესგამოცემა Forbes-მა ბათუმის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა

ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ბიზნესგამოცემა Forbes-მა ბათუმის შესახებ ვრცელი...

“ამ მსოფლიო ჩემპიონატმა კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ ფეხბურთი ყველასია, მაგრამ გამარჯვება დასავლეთისაა” – ზურაბ...

ფეხბურში მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატი ფართო განხილვის საგანია - მრავალმხრივი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...