spot_img
მთავარიარჩევნები"თუ თეორიულად დავუშვებთ, რომ ნაცმოძრაობა თუნდაც ერთ მუნიციპალიტეტს...

“თუ თეორიულად დავუშვებთ, რომ ნაცმოძრაობა თუნდაც ერთ მუნიციპალიტეტს მოიგებს, დაზარალდება მოსახლეობა” – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარტიის მხარდამჭერებთან შეხვედრის შემდეგ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობა ყველაფერს აკეთებს საბოტაჟისთვის:

ჩვენ გვახსოვს კონკრეტული მაგალითები 2012-14 წლებში, როგორ იყენებდა მერის პოზიციებს, გამგებლის მაშინდელ პოზიციებს „ნაციონალური მოძრაობა“ საბოტაჟისთვის, რაც საბოლოო ჯამში მოსახლეობის ინტერესებს აზიანებდა. „საუკეთესო“ მაგალითი იყო გიგი უგულავა, რომელიც არც ინფრასტრუქტურას უვლიდა, არაფერს აღარ აკეთებდა ქალაქში და მთელი თანხები, რაც განკუთვნილი იყო თბილისისთვის, პრაქტიკულად მიმართა საკუთარი პარტიული აქტივის დასაქმებისკენ.

იმ შემთხვევაში, თუ თეორიულად დავუშვებთ, რომ თუნდაც ერთ მუნიციპალიტეტს მოიგებს ნაცმოძრაობა, ამ მიდგომით დაზარალდება მოსახლეობა. ეს არ უნდა დავუშვათ, არ უნდა დავუშვათ საბოტაჟი. ისინი მუდმივად აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ საბოტაჟი განახორციელონ, ამის არავითარი შანსი აღარ აქვთ მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვიგეთ როგორც თვითმმართველობის არჩევნები, ისე ე.წ. რეფერენდუმი. ამის საშუალება მცირედი დოზითაც კი არ უნდა მივცეთ მათ არც ადგილობრივ დონეზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციას პარტია “ქართული ოცნების” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მხოლოდ მივესალმები ე.წ. “რიყის დოქების” დემონტაჟს” – ნიკოლოზ მეტრეველი

ანალიტიკოს ნიკოლოზ მეტრეველის პოზიცია-განმარტებები ე.წ. „რიყის დოქების“ დემონტაჟთან დაკავშირებით: "მხოლოდ...

“კონკრეტული ადამიანების მიერ ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს შესაბამისი უწყებების მხრიდან რეაგირება აუცილებლად მოჰყვება” –...

„ქვეყანაში მრავლად არიან წარმოდგენილნი ადამიანები, რომლებიც გარე ძალებს ემსახურებიან“,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ამ უსამართლო ქვეყანაში აღარაფერი გვიკვირს, მაგრამ გზებზე არსებულ განუკითხაობას მაინც ნუ წაახალისებთ!” – ბაჩანა...

მმართველი პარტიის ინიციატივას ცალკეული კატეგორიის მძღოლებისთვის განახორციელოს ფართომასშტაბიანი ამნისტია,...