spot_img
მთავარიარჩევნებითეონა ჭალიძე: "არჩევანი გააკეთეთ თავისუფლად - არჩევენები ფარულია,...

თეონა ჭალიძე: “არჩევანი გააკეთეთ თავისუფლად – არჩევენები ფარულია, ვერავინ ვერასდროს ვერ გაიგებს ვის მიეცით ხმა”

“მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის” ისნის მაჟორიტარობის კანდიდატის თეონა ჭალიძის განცხადებით არჩევნების ფარულობის პრინციპიდან გამომდინარე არ არსებობს არანაირი მექანიზმი, რომლითაც შესაძლებელი იქნება იმის გაგება თუ ვის დაუჭირა მხარი ამომრჩეველმა და სწორედ ამიტომ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში უფასო სასადილოს ბენეფიციარებსა და სოციალური პროგრამის მონაწილეებს არჩევნებში მონაწილეობისა და არჩევანის თავისუფლად გაკეთებისკენ  მოუწოდებს. მაჟორიტარობის კანდიდატი ასევე აღნიშნავს, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები სხვადასხვა სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირებს სახელისუფლებო გუნდის მხარდაჭერას აიძულებენ:

ხშირია შემთხვევა, როცა უფასო სასადილოს ბენეფიციარებს ან სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირებს და იმ ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა სოციალური პროგრამით სარგებლობენ, “ქართული ოცნების” წარმომადგენლები სახელისუფლებო გუნდის მხარდაჭერას აიძულებენ და მათ განცდა აქვთ, რომ თუკი ოპოზიციურ პარტიას დაუჭერენ მხარს, შესაძლოა რაიმე პრობლემა შეექმნათ და სოციალური პროგრამით ვეღარ ისარგებლონ.

არჩევნები ფარულია და ამ პრინციპიდან გამომდინარე ვერავინ ვერასოდეს ვერ გაიგებს თუ ვის დაუჭირეთ მხარი არჩევნებზე, ამიტომ მნიშვნელოვანია თითოეულმა ამომრჩეველმა გულითა და გონებით გააკეთოს არჩევანი და შემოხაზოს საარჩევნო ბიულეტენთან მარტო დარჩენილმა ის პარტია, რომელსაც სურს რომ მხარი დაუჭიროს. არ არსებობს ტექნოლოგია, რომლის საშუალებითაც ვინმე შეძლებს გაიგოს თუ ვის დაუჭირა მხარი ამომრჩეველმა.

ჩემი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გადავწყვიტე ყველა უფასო სასადილოსთან, ყველა სოციალური სტატუსის მქონე პირს დამატებით კიდევ ერთხელ განვუმარტო, რომ არჩევნები ფარულია და ვერავინ გაიგებს თუ ვის დაუჭირა მხარი. გთხოვთ არჩევანი გააკეთოთ თავისუფლად, ვერავინ ვერასდროს ვერ გაიგებს ვის დაუჭირეთ მხარი და ამის გამო თქვენ არ შეგექმნებათ პრობლემა”, – აცხადებს თეონა ჭალიძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რა დრო დაუდგა ამ საცოდავს. რუსეთის ჯაშუშების დაჭერა უწევს” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის პოზიცია სუს-ის მიერ...

“შეიძლება არ მოგწონდეს ხელისუფლება ან კონკრეტული თანამდებობის თუ პოლიტიკური პირი, მაგრამ ასე გძულდეს შენი...

„შეიძლება არ მოგწონდეს ხელისუფლება ან კონკრეტული თანამდებობის თუ პოლიტიკური...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...