spot_img
მთავარიარჩევნები"გარკვეული პირები მეუბნებოდნენ რომ თუ კანდიდატურას არ მოვხსნიდი...

“გარკვეული პირები მეუბნებოდნენ რომ თუ კანდიდატურას არ მოვხსნიდი ჩემს შვილებს ვეღარ ვნახავდი” – ნიკა საკანდელიძე

“მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის” სამტრედიის რაიონის ბაში-იანეთის მაჟორიტარობის კანდიდატი ჰყვება თუ როგორ განხორციელდა გუშინ მის მიმართ ზეწოლა. ნიკა საკანდელიძის აცხადებს, რომ მას თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და “ქართული ოცნების” სამტრედიის ოფისში დაშინებით დააწერინეს განცხადება კანდიდატურის მოხსნის თაობაზე. საკანდელიძე ასევე აცხადებს, რომ გარკვეული პირები მას ოჯახით, კერძოდ კი შვილებით ემუქრებოდნენ:

როდესაც სახლიდან გამოვედი ეზოში, დავინახე ავტომობილი იდგა სახლის წინ, შემდეგ დამიძახეს – გავსულიყავი, ჩავმჯდარიყავი მანქანაში და გავსაუბრებოდი. ავტომობილში სამი პიროვნება იმყოფებოდა, მათ მითხრეს, რომ მომეხსნა კანდიდატურა. როდესაც წამიყვანეს ვუთხარი, რომ ვეკუთვნოდი ბაში-იანეთს, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს სამტრედიასთან და ვუთხარი, რომ ხელს არანაირად არ ვუშლიდი. უკვე ვიცოდი რა თემაზე აპირებდნენ საუბრის დაწყებას, შემდეგ საუბარი ჩემს სამ შვილზე დაიწყეს და გამიმახვილეს ყურადღება, რომ ისინი დროს, აქ მდებარე სტადიონზე, თამაშში ატარებდნენ და იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატურას არ მოვხსნიდი მე მათ ვეღარ ვნახავდი და თუ მოვხსნიდი ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც აქამდე. ასევე მითხრეს, რომ სოციალურად დაუცველის სტატუსი, რომელიც მაქვს, – მომიხსნიდნენ.

ეს ზეწოლა მიმდინარეობდა რამდენიმე საათის განმავლობაში. შემდეგ მიმიყვანეს “ქართული ოცნების” სამტრედიის შტაბში. როდესაც ოფისში მივედით დამაწერინეს განცხადება. განცხადების წერისას ანერვიულებული ვიყავი და ვერ ვწერდი კარგად, მაშინ მითხრეს რომ ჩემამდე იყო მისული ერთ-ერთი პიროვნება, რომელმაც 2 წუთში დაწერა ეს განცხადება, შემდეგ გავიგე, რომ პიროვნება, რომელმაც იგივე განცხადება დაწერა, მაჟორიტარობის კანდიდატურიდან მოხსნის თაობაზე, პარტია “ლელოს” ნაბაკევის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო. მიკვირს, როგორ გაიგო ტელეკომპანია “იმედმა” ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც მე განცხადება დაწერილიც არ მქონდა.

მიუხედავად იმისა, რომ 30 წლის ვარ, ყველანაირი ტანჯვა, გაჭირვება მაქვს გადატანილი, ვიცი ის ხალხი, როგორ ცხოვრობს ბაშში, ვიცი როგორ ტერორში არიან, მაშინ როდესაც მე მათთან მივდივარ მესაუბრებიან და მეუბნებიან, რომ ჩუმად არავინ გაიგოს ამ საუბრის შესახებ. მეუბნებიან, რომ ჩემ გვერდით ყოფნა სურთ, მაგრამ ეშინიათ. მინდა, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს.

რაც შეეხება კანდიდატურის მოხსნის განცხადების დაწერას, ეს ჩემი ოჯახის, ჩემი შვილების გამო გავაკეთე, მე თუ ჩემი ოჯახი და შვილები არ მიყვარს, თქვენ როგორ შეგიყვარებთ?!” – განაცხადა ნიკა საკანდელიძემ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“აიათოლას პანაშვიდებზე დადიან და ელისაშვილს ტერორიზმის ბრალდებით ასამართლებენ, ეს უსირცხვილოები😡” – ეკა ხერხეულიძე

ალეკო ელისაშვილისთვის 13-წლიანი პატიმრობის მისჯის გადაწყვეტილებას კონკრეტული მინიშნებით ეხმაურება...

“ვინმე “კერძო მესაკუთრე” 75 მილიონიან შენობას რომ ანგრევს, უფრო ძვირფასს რას აშენებს?” – ნიკა...

რიყის დოქების დემონტაჟის გადაწყვეტილებას მწვავე, მძიმე შეფასებებით ეხმაურება “ოპოზიციის...

“გვიჭირს ამ კუთხით და ეს სამწუხარო პრობლემა უნდა ვაღიაროთ, როგორც მინიმუმ, რომ მერე მოვაგვაროთ”...

ტრადიციული ქართული სულიერი და ზნეობრივი ღირებულებების მნიშვნელობაზე საუბრობს ანალიტიკოსი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...