პარასკევი, მარტი 29, 2024

“კახა კალაძის მერობის პერიოდში უფრო მეტი თბილისელი გაღარიბდა” – თეონა ჭალიძე

„მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის“ ისნის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატის, თეონა ჭალიძის განცხადებით თბილისში კახა კალაძის მერობის პერიოდში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა გაიზარდა და ადგილობრივი თვითმმართველობა არა ხალხის, არამედ მერის დაკვეთას ასრულებს. ჭალიძის თქმით, უფასო სასადილოებში ადამიანები თავს ღირსეულად უნდა გრძნობდნენ და ის მზად არის, თავის გუნდთან ერთად, უფასო სასადილოებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის გაზრდაზე იზრუნოს:

პირადად მაქვს გამოცდილება ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში, გამგეობაში წამყვან სპეციალისტად და ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, შესაბამისად კიდევ უფრო მეტად ვარ ჩახედული და ვიცი შიგნიდან რა არის გასაკეთებელი, რისი შეცვლა არის საჭირო იმისათვის, რომ ხალხი უფრო მეტად შეერწყას ადგილობრივ თვითმმართველობას.

დღეს ადგილობრივი გამგეობა ხალხის დაკვეთას ნამდვილად არ ასრულებს, ისინი ძირითადად მერის ბრძანებების შესრულებაზე არიან ორიენტირებულები. ყველა სოციალური პროექტი ბიუჯეტის თანხებით ხორციელდება, შესაბამისად, ის საჯარო მოხელეები, რომლებიც სოციალურ პროექტებს ახორციელებენ – ეს მათი მოვალეობაა და არ უნდა ხდიდეს სოციალურად დაუცველებს დავალებულად მათთან, თითქოს კეთილი საქმე ჩაიდინეს. ეს სწორედ მათი მოვალეობაა, რადგან ხელფასებს თქვენ უხდით.

ჩემი პრიორიტეტი სოციალური დაცვაა, ჩემს გუნდთან ერთად ორიენტირებული ვიქნები, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში მეტად იყვნენ ადამიანები დარწუნებული იმაში, რომ როდესაც მათ დახმარება დასჭირდება მათ გვერდით აუცილებლად ადგილობრივი თვითმმართველობა იქნება.

კახა კალაძის მერობის პერიოდში თბილისში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა გაიზარდა, რაც ნიშნავს იმას, რომ მან, როგორც მერმა, ვერ ივარგა და მისი მერობის პერიოდში უფრო მეტი თბილისელი გაღარიბდა, რომლებიც ვეღარ ყიდულობენ გაძვირებულ პროდუქტსა და მედიკამენტს, რის გამოც იძულებულები არიან ისევ და ისევ მიმართონ სახელმწიფოს დახმარების მიღებაზე და ხშირ შემთხვევაში ეს ადამიანები ვერ იღებენ კუთვნილ დახმარებას.

თბილისში, უფასო სასადილოებში, ყოველდღე 45 000-ზე მეტი ადამიანი დადის 1.30 ლარის საკვების გამო. უტრანსპორტობის დროს სწორედ ამ საკვების წამოსაღებად ფეხით მოუხდათ სიარული და მათი ნაწილი კი ფიზიკურად ვერც ახერხებდა მისვლას.

უფასო სასადილოებში ადამიანები თავს ღირსეულად უნდა გრძნობდნენ და მათ ღირსება არ უნდა ჰქონდეთ შელახული.

ჩემს გუნდთან ერთად აუცილებლად ვიზრუნებ, რომ უფასო სასადილოებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები გაიზარდოს და სანამ ეს საჭიროა ყველას მიუწვდებოდეს ხელი ამ პროგრამაზე“, – აცხადებს თეონა ჭალიძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული