spot_img
მთავარიდანაშაული და სასჯელი"ეს არის ვითარება, როდესაც უსამართლო სასამართლო კიდევ ერთხელ...

“ეს არის ვითარება, როდესაც უსამართლო სასამართლო კიდევ ერთხელ ახალისებს დანაშაულს” – ვახო სანაია

სასამართლოს გადაწყვეტილებით ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდამსხმაში მონაწილე პირები საპატიმროს ტოვებენ, თუმცა ისინი დამნაშავეებად ცნეს და მათ შეეფარდათ 6 თვიანი პატიმრობა, რომლის ვადაც უკვე გასულია, ვინაიდან თავდასხმა განხორციელდა 25 თებერვალს.

სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა დაზარებულმა:

,,ჩვენ წინა დღეებშიც ვამბობდით, მოსამართლემ სპეციალურად გააჭიანურა სასამართლო სხდომა. 25 თებერვალს მოხდა ეს თავდასხმა და მოიყვანა 25 აგვისტომდე სპეციალურად, ხელოვნურად გადადო სასამართლო პროცესი, რამდენჯერმე და შემდეგ მიუსაჯა 6 თვე, რომელიც უკვე გასულია და გაათავისუფლა ბრალდებულები.

ეს არის ვითარება, როდესაც უსამართლო სასამართლო კიდევ ერთხელ ახალისებს დანაშაულს.

ახლა ახლოვდება არჩევნები. ერთ-ერთი, გიგაური – ეს არის, ასე ვთქვათ, ძალადობრივი კლანის წარმომადგენელი ,,ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული გეგეშიძისა, რომელსაც ასევე ეპატია სპორტსმენის საჯაროდ კამერების წინ ცემა. ყველა მტკიცებულება ჰქონდა სასამართლოს დღეს იმისთვის, რომ ეს ადამიანები დაეტოვებინა ციხეში“, – აცხადებს ვახო სანაია.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ბიზნესგამოცემა Forbes-მა ბათუმის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა

ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ბიზნესგამოცემა Forbes-მა ბათუმის შესახებ ვრცელი...

“დანებების ყველაზე დიდი ცდუნება სწორედ გამარჯვების წინ დგება” – ლელა ჯეჯელავა

გამარჯვების წინა განწყობების მანიშნებელი სიმპტომები ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავასგან: "ძალიან გაიწელა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...