spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები"ე.წ. რიყის დოქებთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიღებულია. ეს იყო...

“ე.წ. რიყის დოქებთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიღებულია. ეს იყო აბსოლუტურად უფუნქციო შენობა-ნაგებობა” – კახა კალაძე

თბილისის მერიამ გასცა ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა, ხოლო კერძო მესაკუთრე რა სახის ბიზნესსაქმიანობას აწარმოებს, ეს ჩვენს კომპეტენციაში არ შედის“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ე.წ. რიყის დოქების დამპროექტებლის, იტალიელი არქიტექტორის, მასიმილიანო ფუქსასის ინტერვიუს საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, პროექტის ავტორებისგან თბილისის მუნიციპალიტეტში არანაირი წერილი არ შემოსულა.

მისივე თქმით, ე.წ. რიყის დოქები ეკუთვნის კერძო მესაკუთრეს და პროექტის ავტორებმაც მას უნდა მიმართონ.

არანაირი წერილი არ ყოფილა მათგან შემოსული. რომ შემოსულიყო, მას გაეცემოდა პასუხი მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების მხრიდან.

ე.წ. რიყის დოქებთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიღებულია. ეს იყო აბსოლუტურად უფუნქციო შენობა-ნაგებობა. თავის დროზე ამ პროექტში ათეულობით მილიონი ლარი რომ დაიხარჯა, ეს გაუმართლებელი ნაბიჯი იყო. ახლა შენობა ეკუთვნის კერძო მესაკუთრეს, გადაწყვეტილებაც მან მიიღო. მუნიციპალიტეტს ან ხელისუფლებას ამ საკითხთან არანაირი კავშირი არ აქვს. შეგიძლიათ მსგავსი კითხვებით კერძო მესაკუთრეს მიმართოთ. თავად პროექტის ავტორსაც შეუძლია კერძო მესაკუთრესთან აწარმოოს მსგავსი მოლაპარაკებები, რადგან ნაგებობა სხვაგან უნდა გადაიტანონ თუ რა სახის ბიზნესსაქმიანობა უნდა აწარმოონ, ეს არ შედის ჩვენს კომპეტენციაში.

ჩვენთან მომართვა იყო დემონტაჟზე. იცით, რომ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ნებართვის გარეშე მსგავსი რამ ვერ მოხდება. დემონტაჟის გადაწყვეტილება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსთან ერთად იქნა მიღებული“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მინდა წინასწარ განვაცხადო, რომ თუ შეგხვდებათ ვიდეო, აუდიო ან რაიმე სხვა სახის ჩანაწერი, რომელშიც...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, "კლინიკა ვივამედიდან"...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...

“ეს მხოლოდ სახელმწიფო რესურსების არაეფექტიანი ხარჯვა კი არ არის – ეს ქვეყნის ძარცვაა” –...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“რადგან მიხეილ სააკაშვილი ციხეში არ ისვენებს და კვლავ ცდილობს მისთვის ჩვეულ უსინდისო სტილში “რიყის...

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი რიყის დოქებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის პოზიციას...

“ამ დროისთვის, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია” – მაია მუმლაძე მურთაზ ზოდელავაზე

ე.წ. "4 ოქტომბრის საქმეზე" მსჯავრდებული მურთაზ ზოდელავა, ჯანმრთელობის მდგომარეობის...