ხუთშაბათი, მაისი 9, 2024

პენსიონერებისთვის საბანკო მომსახურებამ და პროცენტის გადასახადმა უნდა დაიწიოს – ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, პენსიონერებისთვის მაღალი საპროცენტო განაკვეთების საკითხს შეეხო და აღნიშნა, რომ შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით და ყველაფერი გაკეთდება, რათა პენსიონერებისთვის საბანკო მომსახურების გადასახადმა დაიწიოს.

„მინდა, მოსახლეობას ერთგვარი ანგარიში ჩავაბარო. პარლამენტში ჩემი გამოსვლისას მტკივნეულად დაისვა ერთ-ერთი საკითხი, რომელიც აწუხებს ჩვენს მოსახლეობას, პენსიონერებს – მაღალი საპროცენტო განაკვეთები. ჩვენ ამის თაობაზე გავმართეთ არაერთი შეხვედრა, საუბარი გვქონდა, მეც პირადად ბანკის ხელმძღვანელობასთან და მოვილაპარაკეთ, შევთანხმდით, რომ შეიქმნებოდა შესაბამისი სახელმწიფო კომისია. მე ეს დაპირება გავეცი პარლამენტში ერთი თვის წინ. შესაბამისი განკარგულება გამოვეცი 28 ივლისს, შევქმენით უწყებათაშორისი კომისია, რომელსაც ვიცე-პრემიერი, ლევან დავითაშვილი უხელმძღვანელებს. მოვიწვიეთ პარლამენტის წევრებიც, რომლებიც ჩაერთვებიან აღნიშნული კომისიის მუშაობაში, ბუნებრივია, ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრები იქნებიან ჩართულები. ჩვენ ერთობლივად უნდა შევიმუშაოთ და გამოვნახოთ გამოსავალი უმოკლეს პერიოდში. შედარებისთვის, 2012 წელს, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, მაშინ პენსიონერებისთვის საბანკო სესხის პროცენტი 100-120% შეადგენდა. წარმოიდგინეთ, რამხელა სხვაობა იყო და ახლა არის დაახლოებით 35%, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, კიდევ უნდა დაიწიოს პენსიონერებისთვის საბანკო მომსახურებამ და ამ გადასახადმა. ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული