spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ბუნებრივია მომავალშიც მზად ვართ, რომ კონსტრუქციული მიდგომა გამოვავლინოთ...

“ბუნებრივია მომავალშიც მზად ვართ, რომ კონსტრუქციული მიდგომა გამოვავლინოთ პრინციპების დაცვით” – ირაკლი კობახიძე

აშშ-ში სამუშაო ვიზიტად მყოფი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვიზიტის შეფასებასთან ერთად ოპოზიციასთან მოლაპარაკებების თაობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ გარკვეული საკითხების გადასაჭრელად საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის კომპრომისებზე წასვლაც და  საერთაშორისო პარტნიორებისგან რჩევების მოსმენა:

რა თქმა უნდა ჩვენ გვესმის მინიშნებები, იმასთან დაკავშირებით, რომ “ქართული ოცნება” არის მმართველი პარტია და მას სჭირდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რათა საკითხები გადაიჭრას. ჩვენ ვაფიქსირებთ მზადყოფნას, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის კომპრომისის მიმართულებით. ეს არაერთხელ დავადასტურეთ და ბუნებრივია მომავალშიც მზად ვართ, რომ კონსტრუქციული მიდგომა გამოვავლინოთ პრინციპების დაცვით, რაც ნებისმიერი შეთანხმების დროს განმსაზღვრელია.

ჩვენ ყველა დეტალზე გვქონდა საუბარი – არჩევნებთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, ვსაუბრობთ იმაზე, რომ ყველას შეუძლია ნებისმიერი ასპექტის გადამოწმება, რაც არჩევნებსა თუ სისხლის სამართლის საქმეს უკავშირდება.

ყველა დეტალზე ინფორმაციას ვაწვდით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათგან რჩევების მოსმენა. ყველა დეტალზე ინფორმაციას ვაწვდით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათგან რჩევების მოსმენა, რაც საბოლოო ჯამში დაგვეხმარება იმაში, რომ ჩვენ სათანადოდ გადავჭრათ ის საკითხები, რომლებიც უკავშირდება პოლიტიკურ პროცესების სათანადოდ განვითარებას საქართველოში”, “, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციისთვის: ირაკლი კობახიძე აშშ-ში სასამუშაო ვიზიტით 12 აპრილს გაემგზავრა და 16 აპრილამდე სხვადასხვა დონეზე გამართავს შეხვედრებს.

ავტორი
სალომე მჭედლიძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ მეორედ მოვიგე ჩემპიონთა ლიგა” – ხვიჩა კვარაცხელია

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,პსჟ”-ს ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია პირველ...

“შეიძლება არ მოგწონდეს ხელისუფლება ან კონკრეტული თანამდებობის თუ პოლიტიკური პირი, მაგრამ ასე გძულდეს შენი...

„შეიძლება არ მოგწონდეს ხელისუფლება ან კონკრეტული თანამდებობის თუ პოლიტიკური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...