საზოგადოებრივი არხის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ბონდო მძინარაშვილი, საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შეფასებისას, თავის პოზიციას აფიქსირებს და მიაჩნია რომ ვადამდელი არჩევნები არ უნდა გაიმართოს. მისი აზრით ქვეყანა ძლივს მოექცა კონსტიტუციის ფარგლებში და ეს უნდა შენარჩუნდეს:
“რა ვადამდელი არჩევნები?!
31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები აღიარა ყველამ – ევროპა-ამერიკა-კავკასია-აზიამ სახელმწიფოების და საერთაშორისო დამკვირვებლების დონეზე!
ამ ლეგიტიმურმა პარლამენტმა დაამტკიცა ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრად!
ამ პრემიერ-მინისტრმა ოფიციალური შეხვედრები გამართა ევროკავშირში და ნატოში! უმაღლესი დონის შეხვედრები გამართა!
ამ პრემიერ-მინისტრს ულოცავენ ევროპის და მეზობელი სახელმწიფოების პირველი პირები!
ეს პრემიერ-მინისტრი მოსწონს მოსახლეობის დიდ ნაწილს!
რა ლეგიტიმაციაზე ლაპარაკობთ, მეტი რა ლეგიტიმაცია გინდათ?!
აბა, სააკაშვილს და მის სექტას რომ არ მოეწონებოდა არჩევნების შედეგები, ისედაც ყველამ ვიცოდით!
2012 წლიდან ექვსი არჩევნების წაგების შემდეგ მეშვიდე არჩევნებში დამარცხება რატომ გაახარებდა ვითომ?!
კიდევ არიან ადამიანები, ვისაც არჩევნების შედეგები არ მოსწონს, მაგრამ სააკაშვილი მათ შორის ყველაზე აგრესიულად გამოხატავს თავის უკმაყოფილებას!
იმიტომ, რომ შვიდჯერ უარყოფილი და მოუბრუნებელია!
სააკაშვილი საქართველოს მოქალაქე (აღ)არ არის!
ჰოდა, რატომ უნდა დავინტერესდით მისი აზრით?!
ვადამდელი არჩევნები არ უნდა გაიმართოს და არც გაიმართება!
წარმატებას ვუსურვებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს!
ეს წარმატება ახლა ძალიან სჭირდება ჩვენს სამშობლოს! ჩვენს სახელმწიფოს!
ქვეყანა ძლივს კონსტიტუციის ფარგლებში მოექცა და ახლა რყევა-ტორტმანი ხეირს ნამდვილად არ დაგვაყრის!
უკმაყოფილო პოლიტიკოსები და მათი მხარდამჭერები ამ ქვეყანაში სულ იქნებიან და რა ვქნათ, მუდმივი დესტაბილიზაციის რეჟიმში ვიცხოვროთ?!” – წერს ბონდო მძინარაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

