ოთხშაბათი, ივლისი 2, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"არ შეიძლება წაყრუება და ენისმოჩლექა, როცა საქმე შენი...

“არ შეიძლება წაყრუება და ენისმოჩლექა, როცა საქმე შენი ქვეყნისთვის გრანდიოზულ და დამღუპველ შეცდომას ეხება” – ნიკა გვარამია

2020 წელს საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან მიმართებაში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელის მიერ დაფიქსირებულ პოზიციას ეხმიანება ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და კონკრეტულ შენიშვნებს აფიქსირებს:

არ შეიძლება წაყრუება და ენისმოჩლექა, როცა საქმე შენი ქვეყნისთვის გრანდიოზულ და დამღუპველ შეცდომას ეხება.

ბატონი ბორელის მიერ მოხმობილ ეუთოს შემაჯამებელ დოკუმენტში, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები არაა შეფასებული, როგორც თავისუფალი და სამართლიანი.
ამის ნაცვლად გვაქვს მხოლოდ შემდეგი ჩანაწერი: “არჩევნები იყო ძირითადად კონკურენტული, ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები, ძირითადად, დაცული.” (the elections were competitive and, overall, fundamental freedoms were respected).
ამ ჩანაწერის აკუმულირებით მივიღებთ free (თავისუფალ) სტანდარტს, მაგრამ ვერანაირად fair (სამართლიან) სტანდარტს. მსგავსი ტექსტი, რუსეთის არჩევნების შეფასებებშიც გვინახავს, მეტიც, უკეთესი ტექსტებიც.

free and fair არის ფორმულა და ეს ფორმულა იწერება სწორედ დოკუმენტში, თუ რა თქმა უნდა, დაკმაყოფილებულია. და როცა ეს ფორმულა არ წერია, ა. ესე იგი დაკმაყოფილებული არაა, და ბ. მისი ციტირება მცდარი და არაკორექტულია, სულ მცირე.

ps თუ მე ვცდები და რაიმე მეორე ეუთო არსებობს ან ეუთოს მეორე დასკვნა, სიამოვნებით ვიხილავდი“, – წერს ნიკა გვარამია ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეს არის ბრძოლა საქართველოსთვის, შვილების უკეთესი და დაცული მომავლისთვის” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საპატიმროდან გამოგზავნილ პირველ წერილში,...

“თუ ამათ ჯანდაბაში არ გავაპანღურებთ, მალე რუსეთსა და პუტინზე ტაშის დაკვრას მოგვთხოვენ” – კობა...

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს მძიმე შეფასებებით და კონკრეტული პოზიციით ეხმაურება...

“აზერბაიჯანსაც ომი უნდა?!” – გია ხუხაშვილი

გია ხუხაშვილის კონკრეტული პარალელი და (არა)რიტორიკული შეკითხვა: "ალიევივით ქვეყნის გამთლიანების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“ეს ობერ-ქოც-ხროვა არ იყო რომ გაჰკიოდა, სანქციები ჩვენი ჯილდოაო?🧐” – დავით ქაცარავა

სანქციებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის დამოკიდებულებას ირონიანარევი პოზიცია-მინიშნებებით აფასებს “ანტისაოკუპაციო...

“გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოსვე, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი...

“პარლამენტში არ შევალთ, – არალეგიტიმურიაო. რუსთავის ციხე ხომ არის ლეგიტიმური?!😉” – ბონდო მძინარაშვილი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, ბონდო მძინარაშვილის ირონიული...