spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქართულ ოცნებას" აქვს არჩევანი - დაპირისპირება ან შეთანხმება...

“ქართულ ოცნებას” აქვს არჩევანი – დაპირისპირება ან შეთანხმება და თანამშრომლობა – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და კონკრეტული შეთავაზებებით გამოდის მმართველი პარტიის მისამართით:

გუშინ, ყველას ერთიანი ძალისხმევით, თავიდან ავიცილეთ ძალიან მძიმე კრიზისი, ძალიან მძიმე დაპირისპირება, რომელიც შეიძლება მომხდარიყო. თუმცა, დღეს ცალსახად უნდა ვთქვათ, რომ პოლიტიკური კრიზისი, მძიმე პოლიტიკური ფონი, არსად გამქრალა და კვლავ ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები ყველა მხარის მხრიდან.

„ქართულ ოცნებას“ აქვს არჩევანი – დაპირისპირება ან შეთანხმება და თანამშრომლობა. სრულიად ოპოზიციური სპექტრი და რაღა თქმა უნდა ჩვენც, „სტრატეგია აღმაშენებელი“ მზად ვართ მოლაპარაკებებისა და შეთანხმებისთვის.

მთელი ცივილიზებული სამყარო, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი, ყველა ჩვენი მხარდამჭერი ქვეყანა მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“ ხელი აიღოს მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებით გამოყენებისთვის, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და დავიწყოთ შეთანხმებისთვის მზადება.

ჩვენმა მეგობარმა ფასილიტატორმა ელჩებმა, აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებმა გამოთქვეს მზაყოფნა, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მოლაპარაკებების პროცესი. მოლაპარაკებები უნდა შეხებოდეს ოთხივე საკითხს, რომელიც იყო წაყენებული ოპოზიციის მხრიდან. პირველ რიგში, სამართლებრივად უნდა გადაწყდეს ნიკა მელიას დაკავების საკითხი და იმედი მაქვს, დაკავებაზე აღარც კი ფიქრობს „ქართული ოცნება“, იმიტომ რომ ეს კიდევ უფრო დაამძიმებს მათ მდგომარებას, რომელშიც ისინი დღეს არიან. მეორე – რა თქმა უნდა, ნიკა მელიასთან ერთად დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს გიორგი რურუა და ქვეყანაში უნდა დამთავრდეს პოლიტიკური ანგარიშსწორება. აუცილებელია სასწრაფოდ დაიწყოს საარჩევნო რეფორმა ისე, როგორც ეს იყო მოლაპარაკებების მაგიდაზე. შეიცვალოს საარჩევნო სისტემა და გადავიდეთ სრულად პროპორციულ სისტემაზე და რაც მთავარია, შევთანხმდეთ რიგგარეშე არჩევნების თარიღზე.

ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც ქვეყანაში არსებული უმძიმესი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის სრულ ნორმალიზებას მოახდენს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ნუ ვაზვიადებთ იმედის და ქოცპროპაგანდის შესაძლებლობებს” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიის" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, ტელეარხის მიერ ჩატარებულ...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ბიზნესგამოცემა Forbes-მა ბათუმის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა

ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ბიზნესგამოცემა Forbes-მა ბათუმის შესახებ ვრცელი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...