spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებისაბავშვო ბაღებთან მიმართებაში რა ლოგიკით განსაზღვრეთ პრიორიტეტები, უბრალოდ...

საბავშვო ბაღებთან მიმართებაში რა ლოგიკით განსაზღვრეთ პრიორიტეტები, უბრალოდ აგვიხსენით მაინც – თეონა ჭალიძე

მთავრობის პირველი ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებას – “ალბათ შევთანხმდებით, რომ სკოლები ამ ეტაპზე უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ბაღები. ბაღების ჯერიც დადგება”, – ეხმიანება “სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტსაბჭოს წევრი, სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე და აღნიშნავს, რომ ბევრი რამის გათვალისწინებით, ძალზე მნიშვნელოვანია საბავშვო ბაღების ფუნქციონირების აღდგენა:

ვერ შევთანხმდებით ქ-ნო მაია! რაიმე კვლევით ან სტატისტიკით არის გამყარებული თქვენი ეს განცხადება? თუ კი, გაგვაცანით. თუ არადა, ბაღში ბავშვების სიარული რომ ძალიან მნიშვნელოვანია, არამარტო მათი სოციალიზაციისთვის, არამედ ფიზიკური განვითარებისთვისაც, ალბათ იცით.

ბევრი ბავშვი ბაღში უკეთ იკვებება, ვიდრე სახლში. ბაღების მიერ დარიგებული პროდუქტის რაციონი არაა თანხვედრაში იმასთან, რაც დამტკიცებულია. იშვიათი გამონაკლისების გარდა არ რიგდება ხორცპროდუქტები, თევზი, ხილი, ბაღის ბავშვების მშობლებისთვის. იმაზე აღარაფერს ვამბობ რომ, რაც რიგდება იმის ნაწილი საკვებად უვარგისია.

ამას ემატება ისიც, რომ დასაქმებული მშობლები, ძირითადად ქალები, იძულებულები არიან მიატოვონ სამსახური, რადგან ბავშვის დამტოვებელი არ ჰყავთ. ალბათ ისიც მოგეხსენებათ რომ ბაღის ასაკის ბავშვს მარტო ვერ დატოვებ.

ჰოდა ამ ყველაფრის გათვალისწინებით რა ლოგიკით განსაზღვრეთ პრიორიტეტები? უბრალოდ აგვიხსენით მაინც,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თეონა ჭალიძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ციხეში მყოფი პოლიტიკოსი მე არაფერს მმატებს, მხოლოდ მანგრევს და კიდევ უფრო მეტად მაბეჩავებს!” –...

ოპოზიციონერი ლიდერი პოლიტიკოსების მიმართ დაჩქარებულმა სასამართლო პროცესებმა და მოსალოდნელმა...

“ამ მსოფლიო ჩემპიონატმა კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ ფეხბურთი ყველასია, მაგრამ გამარჯვება დასავლეთისაა” – ზურაბ...

ფეხბურში მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატი ფართო განხილვის საგანია - მრავალმხრივი...

“ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ქართველი ხალხია და არა გარე ძალები, ისე როგორც ეს წლების წინ...

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა საქართველოს შესახებ მორიგ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...