ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი სოციალურ ქსელში პოსტებს აქვეყნებს, სადაც მის ტელეფონზე ერთდროულად და უწყვეტ რეჟიმში შესული უამრავი სატელეფონო ზარებისა და მოკლე ტექსტური შეტყობინების გამო ერთის მხრივ მწვავე პოზიციას აფიქსირებს თეა წულუკიანთან მიმართებაში, რომელმაც მისი ნომერი საჯაროდ გამოაცხადა პარლამენტის სხდომაზე, მეორეს მხრივ კი მადლობას უხდის მოქალაქეებს მხარდამჭერი შეტყობინებებითვის:
“მეგობრებო, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, უცნობი ნომრიდან ზარი ჩემს ნომერზე ვეღარ შემოვა 🙂
სამი ათასამდე ზარი განხორციელდა უცნობი ნომრებიდან (ყველა უპასუხოდ დარჩა) და საკომუნიკაციო კუთხით პარალიზებული ვიყავი მთელი დღე 🙂
რაც წულუკიანმა გააკეთა, და მერე მას აყოლილმა ქართული ოცნების სხვა ლიდერებმა, ეს არ იყო მხოლოდ პირადი ინფორმაციის უკანონო გამჟღავნება, არამედ ღია წაქეზება და მწვანე შუქის ანთება ორგანიზებულ და დანაშაულებრივ თავდასხმაზე ჩემს წინააღმდეგ.
და ბოლოს, შემოვიდა და ახლაც გრძელდება ათასზე მეტი მესიჯი. არც ერთს არ ვხსნი, მაგრამ პირველი წინადადებები ჩანს და 99% არის წარმოუდგენელი მხარდაჭერა (წულუკიანის მძიმე გინებაც). დიდი მადლობა ამისთვის ❤️✌🏻
ცხოვრებაში ვერ ვიფიქრებდი, ამდენ ადამიანს და ასე თუ ვუყვარდი და ასეთი მაღალი წარმოდგენის თუ იყო ხალხი ჩემზე.
მადლობა ჯალათის ასულ თეას, თავადაც ჯალათს, ეს რომ გამაგებინა,” – წერს ნიკა გვარამია ფეისბუქის პირად გვერდზე.

