spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს არის კლასიკური ღალატი" - ნიკა მელია გია...

“ეს არის კლასიკური ღალატი” – ნიკა მელია გია გეჩეჩილაძის მისამართით

ქართველი მომღერლის “უცნობის” (გია გაჩეჩილაძე) მიერ “პალიტრა ნიუსის” ეთერში 2008 წლის აქციებთან დაკავშირებული ამბების გახსენებას და სააკაშვილთან შეხვედრის დეტალებზე საუბარს ეხმიანება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია და გია გაჩეჩილაძის ქცევას კლასიკური ღალატად მოიხსენიებს:

2008 წელს რა და როგორ იყო, ამის გარკვევას ახლა არ ვაპირებ, მაგრამ ერთი რამ კი უნდა ითქვას – 2008 წლის 23 იანვარს, გრანდიოზული აქცია გაიმართა იპოდრომზე, იმ ყინვასა და თოვლში. მეც გახლდით იმ აქციის ერთ-ერთი რიგითი მონაწილე.

მაშინ როგორ დასრულდა ის აქცია, ყველას გახსოვთ, ახლა კი ირკვევა, ირკვევა რა – თავად ყვება ყელმოღერებული, თუ როგორ შეხვდა ჩუმად, წინა დღეს იმდროინდელ ხელისუფლებას.
სიხშირეს ამბობს, მაგრამ კაცმა არ იცის, რეალურად კიდევ რა „კანფეტები“ მიიღო ჯილდოდ. ამას ალბათ, კიდევ ერთი 13 წლის შემდეგ გაგვიმხელს…

ეს არის კლასიკური ღალატი.
ეს იგივეა, მე რომ ახლა ბიძინას შევხვდე ჩუმად და 13 წლის შემდეგ გიამბოთ…

აი, ეს კაცი დასცინის დღევანდელ ოპოზციას. ალბათ იმაზე დაგვცინის, მასავით სარფიანად ხელისუფლებასთან რომ ვერავინ ვაჭრობს დღევანდელი ოპოზიციიდან“, – წერს ნიკა მელია ფეისბუქის პირად გვერდზე.

 

ინფორმაციისთვის – “პალიტრა ნიუსის” ეთერში გია გაჩეჩილაძე საუბრობს 2008 წლის  სააკაშვილთან მისი შეხვედრის დეტალებს იხსენებს:

რა მოხდა გეტყვით: ინაუგურაცია იყო იანვარში. ერთადერთი ადამიანი ვიყავი, რომელიც არ ვწყნარდებოდი და არ ვეგუებოდი სააკაშვილის მოპარულ არჩევნებს. დანარჩენი ყველა უკვე შეგუებულები იყვნენ და გადასულები საპარლამენტო არჩევნებში საბრძოლველად. მომინახეს მეგობარი, რომელსაც დაარეკინეს ჩემთან და ძალიან მთხოვა, რომ ავსულიყავი შავნაბადაზე სააკაშვილთან.

ავედით სააკაშვილთან მე და ბიძინა გეგიძე. ავედით და შევხვდით. აი ასე იჯდნენ სააკაშვილი, გივი თარგამაძე, ნიკა რურუა და ა.შ. მთხოვდა სააკაშვილი – “რა ვქნა, რა გავაკეთო. ძალიან გთხოვ, ოღონდ შენ ახლა გაჩერდი და მეტს აღარ ვიზამ, რაც ვქენი მეტს აღარ ვიზამო“. მე ვუთხარი – “ღირსეული პრეზიდენტი მინდა იყო, მეტი რა უნდა მინდოდეს“, ვუთხარი, რომ არ გიჯერებ მაგ ნათქვამს, მომეცი მთელ საქართველოზე სიხშირე, ტელევიზია გამაკეთებინე მეთქი… მეუბნება – “კი ბატონო, წაიღეო, როგორც კი ეს ამბავი მორჩება…, კენია ხომ არა ვართო, მილიონი სტუმარი ჩამოდის ინაუგურაციაზეო, აბა ავტეხოთ სისხლისღვრაო, ხომ იცი რომ შეგვიძლია…

კარგი, მომეცი მეთქი, სხვა რა გზა მქონდა, სისხლისღვრაზე გამორიცხული იყო, რომ ის ხალხი წამეყვანა“, – იხსენებდა გია გაჩეჩილაძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ამ მსოფლიო ჩემპიონატმა კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ ფეხბურთი ყველასია, მაგრამ გამარჯვება დასავლეთისაა” – ზურაბ...

ფეხბურში მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატი ფართო განხილვის საგანია - მრავალმხრივი...

“არის თუ არა ეს მიზანმიმართული საბოტაჟი? ვის ინტერესშია ხალხის გაბოროტება და სიტუაციის გამწვავება?” –...

ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა შექმნილ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას...

“ქვეყნის შიგნით ასკაციანი აქციები და ქვეყნის გარედან სანქციები – ამ ეტაპისთვის სწორედ ეს დარჩა...

"არსებობს ცნობილი გამონათქვამი: რასაც პეტრე ამბობს პავლეზე, პეტრეზე უფრო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...