“ქრონიკა +”- ის მთავარი რედაქტორი კახეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტის გამოძიებასთან დაკავშირებით საუბრობს და ამტკიცებს, რომ დაიწყო აღნიშნული საქმის “შეკერვა” კვალიფიკაციით “მკვლელობა აფექტის მდგომარეობაში”. ელისო კილაძე კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას პირდება საზოგადოებას:
“ტრადიციულად, დაიწყეს საქმის შეკერვა – მკვლელობა აფექტის მდგომარეობაში.
მწყემსის კომენტარის ნაცვლად – ანონიმი თვითმხილველები ყვებიან რა მოხდა თელავში და რა წესიერი ბიჭი იყო პოლიციის უფროსის მოადგილე, რომელმაც შვიდი ტყვია დაახალა საავადმყოფოს დირექტორს.
დაარიგეს დაკვეთა მედიაში და მიაყოლეს თეთრი კონვერტები!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ელისო კილაძე.
ინფორმაციისთვის: თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის, ზურა საჩიშვილის მკვლელობისა და კიდევ ერთი პიროვნების დაჭრის ფაქტზე საქართველოს პროკურატურამ შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს ვ.ზ.-ს ბრალდება განზრახ მკვლელობის და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლებით წარუდგინა.
პროკურატურამ მკვლელობის ფაქტზე თელავის პოლიციის უფროსის მოადგილეს ბრალდება წარუდგინა

