როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს მმართველი პარტია დაელოდება მოლაპარაკების მე-5 რაუნდი. კობახიძე ასევე ადასტურებს ფაქტს, რომ ორმხრივი კონსულტაციები მიმდინარეობს ოპოზიციურ პარტიებთან, რაც, მისი თქმით, დიპლომატების უშუალო თხოვნა იყო:
„ჩვენ კონსულტაციების წარმართვა დიპლომატებმა გვთხოვეს და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ასეთი ტიპის ორმხრივი კონსულტაციები, თითქმის ყველა პარტიასთან გვქონდა. თითქმის ყველა პარტია იყო, ერთი ან ორი პარტიის გამოკლებით, ვისთანაც არ იმართებოდა ასეთი კონსულტაციები. კონსულტაციები წარმოებდა ბევრთან, თითქმის ყველასთან, მინიმუმ ნახევარზე მეტთან, მინიმუმ ხუთთან.
ეს ყველაფერი გაგრძელდება და ჩვენ დაველოდებით მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდს, სადაც ალბათ უნდა გაირკვეს, საით მიდის პროცესი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

