spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიძვირფასო მედიის და ოპოზიციის ნაწილის წარმომადგენლებო - ვერ...

ძვირფასო მედიის და ოპოზიციის ნაწილის წარმომადგენლებო – ვერ დაგიშლით არარსებული სკანდალის დეტალების დაზუსტებას, თქვენი საქმისა თქვენ იცით, უბრალოდ ამაოდ დაიღლებით და ეგაა – ალეკო ელისასვილი

ალეკო ელისაშვილი ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაცისა ხელისუფლებასთან მისი პარტიის ფარულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით და აფიქსირებ თავის კონკრეტულ პოზიციას როგორც მოლაპარაკებებთან, ასევე რიგგარეშე არჩევნებთან მიმართებაში:

ტელეკომპანია “მთავარმა” გაავრცელა ინფორმაცია თითქოს ჩვენი პარტია ფარულ მოლაპარაკებებს მართავს ქართულ ოცნებასთან რიგგარეშე არჩევნების სავარაუდო დანიშვნის პირობებთან დაკავშირებით. მინდა ნაწილობრივ დავადასტურო ეს ამბავი! წუხელ, აჭარის ტელევიზიასთან ჩართვის შემდეგ ოფისიდან წავედი სახლში.

ეგრე 10 საათი იქნებოდა. სახლში ვიყავით მე, ჩემი ცოლი ირინა, შვილი სანდრო და სპანიელი რემბო. დაახოებით ერთ საათში უაღრესად ფარულ და საიდუმლო ვითარებაში გვესტუმრა კარის მეზობელი და იმავდროულად ცოლისდა თამთა. საათზე მეტი ხნის განმავლობაში ჩვენ ვიხილავდით მიმდინარე პოლიტიკურ და საყოფაცხოვრებო საკითხებს. საახალწლო სამზადისსაც კი შევეხეთ საუბრის დროს. მალევე თამთა ბავშვების დასაძინებლად გადავიდა სახლში, რა თქმა უნდა ისევ უაღრესად ფარულ ვითარებაში. @Tamta kilosanidze ხომ გითხარი გაგშიფრავენ თქო? :))))))

ისე კი ძვირფასო მედიის და ოპოზიციის ნაწილის წარმომადგენლებო – ლოგიკას მაინც გაყევით: ხმამაღლა და მკაფიოდ გვაქვს ნათქვამი რომ თუ რიგგარეშე არჩევნები იქნება კარგია, არ ვართ წინააღმდეგები მაგრამ თუ არ დაინიშნება არც მაგაზე მოვიკლავთ თავებს.

ჩვენთვის მთავარი არის საარჩევნო სისტემის ფუნდამენტური ცვლილება. ჰოდა, აქედან გამომდინარე ლოგიკა გეუბნებათ რომ ჩვენი და ქართული ოცნების ფარული მოლაპარაკებების საფუძველიც კი არ არსებობს. კი ვერ დაგიშლით არარსებული სკანდალის დეტალების დაზუსტებას, თქვენი საქმისა თქვენ იცით. უბრალოდ ამაოდ დაიღლებით და ეგაა,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ალეკო ელისაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ადამიანების გაღვიძების დაუთქმელი რიტუალი გურიაში ასეთია…” – გიორგი კეკელიძის სახალისო ისტორია

ქართველი პოეტის, პროზაიკოსი, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის, ბიბლუსის შემოქმედებითი...

“ეს მხოლოდ სახელმწიფო რესურსების არაეფექტიანი ხარჯვა კი არ არის – ეს ქვეყნის ძარცვაა” –...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“კონკრეტული ადამიანების მიერ ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს შესაბამისი უწყებების მხრიდან რეაგირება აუცილებლად მოჰყვება” –...

„ქვეყანაში მრავლად არიან წარმოდგენილნი ადამიანები, რომლებიც გარე ძალებს ემსახურებიან“,...

“ვინმე “კერძო მესაკუთრე” 75 მილიონიან შენობას რომ ანგრევს, უფრო ძვირფასს რას აშენებს?” – ნიკა...

რიყის დოქების დემონტაჟის გადაწყვეტილებას მწვავე, მძიმე შეფასებებით ეხმაურება “ოპოზიციის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...