spot_img
მთავარიდებატებიგახარიას ვთავაზობ, რომელიც ჩემთან დებატებს გაურბის, წავიდეს საჩხერეში...

გახარიას ვთავაზობ, რომელიც ჩემთან დებატებს გაურბის, წავიდეს საჩხერეში ნებისმიერი პენსიონერის ოჯახში და ნახავს რა სიღარიბეა, – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე პრემიერ გიორგი გახარიას მიერ საჩხერის როლის წამოწევას ეხმაურება და აცხადებს, რომ მთავრობის მხრიდან ეს გადაწყვიტილება განაპირობა იმ ფაქტმა, რომ დანარჩენ რეგიონებში შექმნას წარმოდგენა, რომ თითქოს საჩხერეში ყველაფერი კარგად არის. ოპოზიციონერ ლიდერს მიაჩნია, რომ მოქმედი მთავრობის პირობებში არა მხოლოდ საჩხერეს, არამედ მთელ საქართველოს პერსპექტივა არ აქვს და რეგიონში შექმნილ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის დამდასტურებელ რამდენიმე მონაცემებს ასაჯაროებს:

„საჩხერე არის მოდელი, როგორი საქართველო გვინდა” – გვამცნო ოლიგარქ ივანიშვილის მარიონეტმა გახარიამ. თუ საჩხერე არის საქართველოს განვითარების მოდელი, მაშინ მათი ხელმძღვანელობის პირობებში საქართველოს პერსპექტივა არ აქვს. ეს არის ქებაი და დიდებაი საკუთარი ბოსისა და მეტი არაფერი. მე მინდა წარმოგიდგინოთ  რამდენიმე მონაცემი საჩხერესთან დაკავშირებით. საჩხერეში მოსახლეობის 14.7% უკიდურეს  სიღარიბეში ცხოვრობს, რომელთაც სოციალური დახმარების ხარჯზე გააქვთ საკუთარი თავი. კატასტროფულ ზღავრზეა უმუშევრობა და სოციალური პრობლემები. თუ შევადარებთ ზესტაფონს, იგივე კრიტერიუმით, ოდნავ ნაკლებია – 12.2%, თერჯოლა-5%, სამტრედია-9% და ტყიბული-9.50% ანუ პირიქით, საჩხერეში არის უფრო მეტი მშიერი ადამიანი, ვიდრე საქართველოს სხვა რაიონებში,“ – აცხადებს ვაშაძე და მაგალითისთვის საჩხერის უნიკალური კურორტის – კვერეთის მძიმე დგომარეობა მოყავს, რომელიც სწორედ ივანიშვილის და მასთან დაკავშირებული ადამიანების წყალობით კატასტროფულ მდგომარეობაშია.

კვერეთი, რომელიც იყო უნიკალური გოგირდის წყლებით, აბანოებით, სამკურნალო და სპა შესაძლებლობით და ეს კურორტი ჩვენი ინფორმაციით არის ბიძინა ივანიშვილის და მასთან დაკავშირებული ადმიანების საკუთრებაში. ეს ადგილი დღეს გავერანებულია და კატასტროფულ მდგომარეობაშია. და ეს არის ივანიშვილის ყურადღება საკუთარ საჩხერეზე?! და თურმე ეს არის მოდელი, რომელიც უნდა განვავითაროთ მთელი საქართველოს მასშტაბით. ათწლეულების მანძილზე, სანამ ბიძინა ივანიშვილი ფლობს ამ საკუთრებას მასთან დაკავშირებული პირების მეშვეობით, ერთი თეთრის ინვესტიციაც კი არ განუხორციელებიათ იმისთვის, რომ  საჩხერეში სამუშაო ადგილები შექმნილიყო. და რაც ყველაზე საგანგაშოა – დღეს საქართველოს განვითარებას, ამ სიღარიბეში ცხოვრების მოდელის შესაბამისად სთავაზობენ,“ – მიაჩნია ვაშაძეს და ამომრჩევლებს კეთილოგინიერებას ურჩევს:

ხალხნო გამოვფხიზლდეთ და ამ ადამიანებს კარგად შევხედოთ, ესენი არიან ჩვეულებრივი მატყუარა, კორუმპირებული თაღლითები, რომელთაც ერთადერთი მიზანია ქვეყნის სათავეში ყოფნა და აბსოლუტურად შორს არიან იმ პრობლემებისგან, რომელიც ქართველ ხალხს აწუხებს.

გახარიას ვთავაზობ, რომელიც გაურბის დებატებს და დღემდე პასუხი არ მაქვს, წავიდეს საჩხერეში ნებისმიერი პენსიონერის ოჯახში და ნახავს რა სიღარიბეა საჩხერეში, ახალგაზრდები პერსპექტივას საკუთარ რაიონში ვერ ხედავენ და ერთადერთი გზა აქვთ, რომ  უცხოეთში წავიდნენ. წავიდეთ უმუშევრად დარჩენილი საშუალო ასაკის ადამიანების ოჯახში, რომლებიც გეტყვიან, რომ უკიდურესად მწვავეა სოციალური პრობლემები საჩხერეში, მაგრამ თქვენ ხალხთან სიარულის გეშინიათ, თქვენ გიყვართ მხოლოდ და მხოლოდ ფეშენებელურად დადგმული, ხელოვნურად შექმნილი კომუნისტურ სტილში საპრეზენტაციო სივრცეები, სადაც ესაუბრებით მხოლოდ და მხოლოდ თქვენს მიერ კონტროლირებად აქტივისტებს. თქვენ გეშინიათ ხალხთან შეხვედრის, დებატებში მოსვლის, კითხვებზე პასუხის გაცემის და ჟურნალიტებთან კომუნიკაცისაც კი, იცით რატომ? იმიტომ, რომ თქვენი ხელწერა არის ტყუილი, ტყუილი და კიდევ ერთხელ ტყუილი.

რვა წლის მანძილზე არაფერი არ გაგიკეთებიათ ქვეყანაში გარდა იმისა, რომ თქვენ გამდიდრდით და ხალხი გაღარიბდა. ამ დროის მანძილზე საქართველომ ერთადერთ მონაცემემში დაამყარა რეკორდი, ეს იყო ჩვენი მოსახლეობის შიმშილის პირას მყოფი ადამიანების 8.2%, ეს არის ანტირეკორდი რეგიონში, რომელსაც საქართველოს თითოეული მოქალაქე გრძნობს.

ივანიშვილის მარიონეტებო გრცხვენოდეთ, არცერთი დაპირების გაცემის უფლებაც კი არ გაქვთ, იმიტომ რომ არცერთი დაპირება რვა წლის მანძილზე არ შეგისრულებიათ და თქვენს დაპირებას აქვს ნულოვანი ნდობა.

მეგობრებო, საქართველოს მოქალაქეებო ეს არის არა არჩევნები, არამედ რეფერენდუმი – საქართველო ჭაობი თუ განვითარებული საქართველო. ასეთი უქნარა, უსაქმური, კორუმპირებული ოლიგარქის მარიონეტები ხელისუფლებაში თუ საქმის მკეთებელი პროფესიონალები, რომლებიც ქვეყანას დააყენებენ აღმშენებლობის გზაზე. ღმერთმა ნუ ქნას დღევანდელ სიღარიბეში ჩამხრჩვალი საჩხერე იყოს მოდელი საქართველოს განვითარების. აი, ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ ყველამ, მაგრამ საჩხერე მართლაც იქნება განვითარებული „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდის ხელში,“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“არ არსებობს ქართველი, რომელმაც საკუთარ სამშობლოს იმდენი სიკეთე მოუტანა, რამდენიც ბატონმა ბიძინამ და მისმა...

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ გასაკუთრებით პოზიტიურ,...

“გაძვირება არის ტყუილი იმიტომ, რომ, პირიქით, შენელებულია ინფლაციური პროცესები” – ირაკლი კობახიძე

მედიასთან კომენტარეში, მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ, სურსათის გაძვირებასთან დაკავშირებით,...

“ქოცებო, გამოეთრიეთ და თქვით რაზე ვაჭრობთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით” – ნინო ჯანგირაშვილი

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ცალკეული ექსპერტების მიერ გაკეთებულ...

“აი თქვენ კი გაგაპეტუხათ ეშმაკმა მართლა რა! გაგონილა საკუთარი მომხრეების ნერვებზე ასე თამაში?” –...

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ერთგვარ ანალიზს აკეთებს და პროპაგანდის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თუ წარსულში ჩავრჩით და ჩვენი ტრავმებით ვიცხოვრეთ, ქვეყანა ჩარჩება წარსულში” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ახლა ჩვენ უკვე დიქტატურის გვირაბში ვიმყოფებით დიდი სიჩქარით და აქ სულ სხვა მეთოდებია საჭიროა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება რა უნგრეთში ჩატარებულ...

“დიალოგი თუ ილუზია: რა არ გვესმის რუსეთის პოლიტიკაში” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკა

საბჭოთა კავშირი დაიშალა, თუმცა რუსეთის ფედერაციის იმპერიული ამბიციები არსად...

“მიშა ქართულ პოლიტიკაში არის ეპოქა, მოვლენა, რომელმაც შეუძლებელი შესაძლებლად აქცია” – ანი ნადარეიშვილი

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის...

“ქოცები ქართველებს ეპყრობიან, როგორც ოკუპირებულ ხალხს” – მიხეილ სააკაშვილი

ჯარიმებთან დაკავშირებით მძიმე შეფასება-განმარტებებს აკეთებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ...