კვირა, აგვისტო 3, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები“დამსხვრეული ოცნებების” პარტიის მმართველობის თითოეული დღე იქცა ახალი...

“დამსხვრეული ოცნებების” პარტიის მმართველობის თითოეული დღე იქცა ახალი დანაშაულის წახალისებისა და ჩადენის დღედ – ლაშა დიაროვი

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია-პერფომანსი გამართეს. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ლაშა დიაროვმა ისაუბრა ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ მდგომარეობაზე, კრიმინალის გაზრდაში კი „ქართული ოცნება“ დაადანაშაულა და იმედი გამოთქვა, რომ ოქტომბერში ხელისუფლება შეიცვლება და ქვეყანაში არსებული კრიმინოგენული მდგომარეობა გამოსწორდება:

სამწუხაროდ, უკვე დღე აღარ გავა, რომ არ გავიგოთ რაიმე საზარელი დანაშაულის შესახებ. ეს იქნება მკვლელობები, გაუპატიურების ფაქტები თუ ასე შემდეგ.

“დამსხვრეული ოცნებების” პარტიის მმართველობის თითოეული დღე იქცა ახალი დანაშაულის წახალისებისა და ჩადენის დღედ.

სამწუხაროდ, ჩვენ უკვე ვნახეთ „IDF“-ის ოფიციალური მონაცემებიც, რომელთა მიხედვითაც ქართული ოცნების მმართველობის პირობებში, დღითიდღე ძალმომრეობითი დანაშაულებების რაოდენობა იზრდება, გამოძიებული დანაშაულებების რაოდენობა კი იკლებს.

41 ათასზე მეტი კრიმინალი დადის დღეს ქუჩაში და როგორ შეიძლება ამის შემდგომ, დღეს ჩვენ ვიგრძნოთ თავი დაცულებად და ფაქტია, რომ არც ვართ დაცულები. ზოგ ადამიანს მანქანაში პოულობენ, სამწუხაროდ, გარდაცვლილს, ზოგიერთს საკუთარ კოტეჯში, ზოგიერთს მტკვარში და ა.შ.

სამწუხაროდ, მთავრობა პოლიციასა და სამართალდამცავ სტრუქტურებს იყენებს არასწორად, პოლიტიკური მიზნებისთვის. პოლიციელები დაგვდევენ ჩვენ – ახალგაზრდა აქტივისტებს, ოპოზიციის წევრებს, უთვალთვალებენ, აშანტაჟებენ და იჭერენ მათ. რეალურად კი იმ საქმეს, რაც მათ უნდა გააკეთონ, აღარ აკეთებენ.

ოქტომბერში ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და მოვიდეს პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ხელისუფალი, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების დეპოლიტიზირებას მოახდენს და მას რეალურ ფუნქციას დაუბრუნებს. ამის შემდგომ, დარწმუნებული ვარ, რომ კრიმინალის დონეც დაიწევს ქვეყანაში და დანაშაულებიც გამოძიებული იქნება”, – აცხადებს ლაშა დიაროვი.

ავტორი
ეკა ქაჩლიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ღარიბაშვილის გარემოცვა ციხეში წავიდა!” – ელისო კილაძე

კორუფციის ბრალდებით გახმაურებული დაჭერების ფაქტებს ეხმაურება "ქრონიკა +"-ის მთავარი...

პირველი აგვისტოდან სხვადასხვა უბანში ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის დამატებით 1340 ადგილი გამოიყოფა

"პირველი აგვისტოდან მთაწმინდის რაიონში, ვაზისუბნისა და ბაგების დასახლებებში, დიდი...

“ცინიზმის მწვერვალია, როდესაც “ოცნება” ამბობს, რომ ებრძვიან კორუფციას და ამ დროს მერობის კანდიდატად ყველაზე...

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, თბილისის მერობის კანდიდატად...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“ეს უკვე მილიციაც აღარ არის… უცოდინარ, უზრდელ, დამშეულ და აგრესიულ ბრბოდ აქცია პატრონმა” –...

სამართალდამცვი ორგანოს თანამშრომლებთან დაკავშირებით გავრცელებულ კონკრეტულ ფაქტებზე მძიმე შეფასებებს...