spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 10 სექტემბრიდან ძალაში შედის -...

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 10 სექტემბრიდან ძალაში შედის – კახი კალაძე

მთავრობის სხდომაზე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება. ერთ-ერთი სიახლე, რომელზეც დედაქალაქის მერმა ისაუბრა ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემაა.

თბილისის მერი მოუწოდებს საზოგადოებას, რომ სისტემაში ავტომობილები რაც შეიძლება სწრაფად დაარეგისტრირონ, რადგან პროექტი ძალაში 10 სექტემბრამდე შევა:

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის დანერგვის მიმართულებით, კონკრეტულ ქუჩებზე უკვე გვაქვს განხორციელებული პროექტები, რომელიც საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს.

შემდეგი ეტაპი საბურთალოს რაიონში, პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე განხორციელდება. კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო და მოვუწოდო მოსახლეობას, რომ იაქტიურონ, მათი კერძო ავტომობილები ჩვენს სისტემაში დაარეგისტრირონ, რათა პეკინის გამზირზე და მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრები ადამიანებისთვის, პარკირება უფასო იყოს.

ასევე, პარკირება უფასო იქნება შშმ პირთათვის და მათთვის, ვისაც ელექტრომობილები ჰყავს. სხვა უბნებიდან შემოსული ადამიანებისთვის პირველი 15 წუთი არის უფასო და შემდეგ, რა თქმა უნდა, იქნება გადასახადი, როგორც ეს გვქონდა წინა შემთხვევებში. ჩვენ მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლებით. რა თქმა უნდა, ყველა უბანში ანალოგიური მიდგომა და დამოკიდებულება გვექნება, თუმცა პარკირების საფასური რაიონების მიხედვით, განსხვავებული იქნება. ასე რომ, კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო ადგილობრივ მოსახლეობას, დარეგისტრირდით, რადგან ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 10 სექტემბრიდან უკვე ძალაში შედის.

პეკინის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულია საინფორმაციო ჯიხურები, სადაც შეგიძლიათ, მიბრძანდეთ და ჩვენი თანამშრომლები რეგისტრაციის პროცესში დაგეხმარებიან. ასევე, მოგაწვდიან სრულყოფილ ინფორმაციას, თუ როგორ ფუნქციონირებს ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა,” – განაცხადა კახი კალაძემ.

ავტორი
ეკა ქაჩლიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“9 წლის განმავლობაში ვისმენთ მხოლოდ ბრალდებებს და არა ფაქტებს, მტკიცებულებებს” – კახა კალაძე

"პირდაპირ გეტყვით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი უწყებაა, რომელიც აბსოლუტურად გამჭირვალედ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...