კვირა, აგვისტო 3, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიოკუპაციაქუთაისში აგვისტოს ომის გმირებს პატივი მიაგეს

ქუთაისში აგვისტოს ომის გმირებს პატივი მიაგეს

რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო და გარდაცვლილთა მემორიალი გვირგვინით შეამკო „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ზაზა ლომინაძემ.

მემორიალთან ასევე იმყოფებოდნენ პარტია „ქართული ოცნების“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელები და წარმომადგენლები.

დღეს ერთ-ერთი უმძიმესი თარიღია საქართველოს უახლეს ისტორიაში. 2008 წლის ომს ჩვენი ასობით უდანაშაულო თანამემამულის სიცოცხლე შეეწირა. საქართველომ დაკარგა კონტროლი კიდევ უფრო მეტ ტერიტორიაზე და ჩვენი ქვეყნის 20% დღემდე ოკუპირებულია.

ისტორია საკადრის პასუხს მიაგებს მათ, ვინც ქვეყანას ეს ტრაგედია ვერ ააცილა, ვინც გმირი ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოქალაქეები ბრძოლის ველზე ბედის ანაბარა მიატოვა,” – განაცხადა, ზაზა ლომინაძემ.

შეგახსენებთ, რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. რუსული ოკუპაციის შემდეგ ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიები. საომარ მოქმედებებს ემსხვერპლნენ როგორც სამხედრო პირები, ისე მშვიდობიანი მოქალაქეები.

ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რა ვიცი აბა ჯუანშერ, რანაირად აგცდებიან ესენი?! 🤷🏻‍♂️” – ლევან ხაბეიშვილი ჯუანშერ ბურჭულაძეზე

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სკანდალური ინფორმაციებით ეხმაურება...

“რეჟიმი კრიზისშია, ყალბი კვლევები ვეღარ გადაარჩენს! მთავარია, ახლა ჩვენ გავიაზროთ ერთიანობის ძალა და მნიშვნელობა”...

"გორბის" მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევას პოლიტიკური შეფასებებით ეხმაურება...

“ივანიშვილი შავ აგვისტოს უმზადებს საქართველოს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მძიმე ვარაუდებს გამოთქვამს და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“ეს უკვე მილიციაც აღარ არის… უცოდინარ, უზრდელ, დამშეულ და აგრესიულ ბრბოდ აქცია პატრონმა” –...

სამართალდამცვი ორგანოს თანამშრომლებთან დაკავშირებით გავრცელებულ კონკრეტულ ფაქტებზე მძიმე შეფასებებს...