spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებისაქართველოს პროგრესსა და ევროინტეგრაციას არაფერი არ ემუქრება -...

საქართველოს პროგრესსა და ევროინტეგრაციას არაფერი არ ემუქრება – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ კანონპროექტს არასასიამოვნოს უწოდებს, მაგრამ აღნიშნავს, რომ საქართველო განაგრძობს პროგრესირებას და დემოკრატიზაციის პროცესს არაფერი ემუქრება, რასაც საერთაშორისო კოლეგები კარგად ხედავენ:

მოგეხსენებათ, ჯერ-ჯერობით, ეს არის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც კომიტეტებს გადის. რა თქმა უნდა, არაფერი სასიამოვნო ამაში არ არის. მიუხედავად იმ პუნქტებისა, რომლებიც იქ არის ჩამოთვლილი, ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ საქართველო მუდმივად პროგრესირებს და ეს ჩვენმა კოლეგებმა ძალიან კარგად იციან.

ჩვენ ეს უნდა მოვისმინოთ და გავაგრძელოთ დემოკრატიზაციის პროცესი ისე, როგორც ვაკეთებდით აქამდე. საქართველოს პროგრესსა და ევროინტეგრაციას არაფერი არ ემუქრება .

როგორც ჩანს, წინასაარჩევნო მაღალი პოლიტიკური ტემპერატურა, ქვეყნის გარეთაც გადის. მოგეხსენებათ, რომ ასეთი ბევრი შემთხვევა იყო, ზუსტად მსგავსი ინტერპრეტაციები მახსოვს, როცა საუბარი იყო კონსტიტურიურ ცვლილებებზე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მაგრამ, ყველას კარგად გვახსოვს, რომ ამ ცვლილების შემდეგ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები იყო შესანიშნავი. მათ ძალიან კარგად დაინახეს, რომ ქართული დემოკრატია პროგრესირებს,“ – აცხადებს გიორგი გახარია.

ავტორი
ეკა ქაჩლიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთმა” საერთაშორისო ორგანიზაციებს ოფიციალური მიმართვით სთხოვა შეისწავლონ დამოუკიდებელი რეგიონული მაუწყებლის მიმართ ზეწოლის...

ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთი" საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართვს: "ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთმა“ საერთაშორისო...

“1 თვეზე მეტი გავიდა, რაც ეს ადამიანი უკანონო პატიმრობაში იმყოფება” – პედიატრი ძმები, გიორგი...

"4 ოქომბრის საქმეზე" პატიმრობაში მყოფი აკადემიკოსი, გიორგი (გოგა) ჩახუნაშვილის...

“ბოთლიდან ბნელი 90-იანების უსასტიკესი ჯინის ამოშვებას თუ ცდილობთ, მეხსიერება არ გივარგათ…” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“თრიალეთი” სახალხო დამცველს მოუწოდებს, უმოკლეს ვადაში დაასრულოს საქმის შესწავლა, წერილობით აცნობოს მიღებული გადაწყვეტილება და...

ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთი” წარდგენილ განცხადებაზე საქართველოს სახალხო დამცველისგან პასუხს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რა სირცხვილია იყო ისეთი სასოწარკვეთილი, რომ არანორმატიული ლექსიკის გამო ადამიანებს ციხეში უშვებდე” – არჩილ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის...

“ამ ზონდერ ხურცილავას ისეთი პიარი აუგორეს, ღირსების ორდენი რომ მიანიჭონ, არ გამიკვირდება” – დავით...

მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით, სამოქალაქო აქტივისტსა და...

“თუ მართლა ებრძვი ოკუპაციას, წადი ოკუპაციის ადგილთან, იქ აფრიალე დროშები და იქ იბღავლე “არა...

თბილისში გამართულ მორიგ "შაბათის მარშს" მძიმე შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი...

“ჩემი ტყვეობის მეხუთე წლისთავისთვის საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირონიული შეფასება-მინიშნებები: "ჩემი ტყვეობის მეხუთე...