პარტია “ხალხისთვის” ლიდერი, ანა დოლიძე მიხეილ სააკაშვილის მიერ მისი ავატარის შექმნის შესახებ გაკეთებულ განაცხადს კონკრეტული შეხსენებით და მინიშნებებით ეხმაურება:
“სააკაშვილის მიმართ სიტყვა “ავატარი” პირველად მე გამოვიყენე.
მიხარია, რომ როგორ ჩემს სხვა იდეებს, ამ იდეასაც აქვს მოწონება, თუმცა კარგი იქნება სააკაშვილმაც და სხვებმაც ისწავლონ სხვების იდეების პატივისცემა და აღიარება.
აზრების ქურდობა იგივე ქურდობაა“, – წერს ანა დოლიძე სოციალურ ქსელში და შესაბამის “სქრინს” აქვეყნებს.


