ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას კონკრეტული შეფასება-მინიშნებებით ეხმაურება:
“ვფიქრობ, ასე თუ ისე მოაზროვნე ადამიანისთვის უკვე ცხადია, რომ საქართველოს დღევანდელ, გარეწრებითა და იდიოტებით დაკომპლექტებულ ხელისუფლებას მართავს რუსეთის კაგებე. არ არსებობს არცერთი სფერო – შიდა თუ საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა, სხვადასხვა სოციალური და თუნდაც კულტურული მნიშვნელობის გადაწყვეტილებები, რომლებიც კაგებეს მიერ არ იყოს ნაბრძანები, ან მათთან შეთანხმებული. სხვაგვარად, მიუხედავად მათი უზარმაზარი ნაპარავ-ნაქურდალი ფულისა, ქურდების ეს ბანდა ვერ შეინარჩუნებდა ძალაუფლებას ამდენი ხანი. კაგებეში კი იდიოტები ნამდვილად არ ზიან. ისინი არა მხოლოდ მთელ ევროპაში, ამერიკაშიც კი ახერხებენ გავლენის მოპოვებას.
ასეთ სიტუაციაში ოპოზიციური პარტიის ლიდერები, მიუხედავად მათი განსხვავებული პროგრამების, მისწრაფებების და შეხედულებებისა, უნდა ერთ მუშტად შეიკრან და გაერთიანებული ძალებით დაუპირისპირდნენ ამ ბოროტებას, რაც სრულ განადგურებას უქადის ქვეყანას პოლიტიკურად, ეკონომიკურად, დემოგრაფიულად. ქართველები საქართველოში ან უკვე უმცირესობაში არიან, ან მალე იქნებიან.
ოპოზიციური პარტიის ლიდერები მართლაც ერთ მუშტად არიან შეკრული. მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ.
ამისთვისაც კაგებეს უნდა ვუმადლოდეთ. კარგად იმუშავეს ეს თოთხმეტი წელი. ჩვენი გენებიც დაეხმარათ, რასაკვირველია“, – წერს დოდონა კიზირია.

