პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე:
“ახალს რას ვამბობ, ხომ ვიცით და ვხედავთ, მაგრამ კიდევ ერთხელაც ვიტყვი:
ეს ხალხი – ერთს რომ 30 ურტყამს – ყველაზე უკულტურო, ყველაზე უვიცი, ყველაზე დიდი ძირი და ღრმა ფსკერია, რაც გვინახავს ბოლო ათწლეულებში: მენტალურადაც ძირი, სოციალურადაც, პერსონალურადაც და ბიოგრაფიულადაც.
ძალიან გაუნათლებელი კაცებისგან და ქალებისგან შეყრილი მასა – ნაცრისფერიც არა, უფერული და აბსოლუტურად უინტერესო, ლექი და ნაგავი…
და რა კანონებიც არ უნდა მიიღონ და რაც არ უნდა ქნან თავიანთ აღსასრულამდე, აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას“, – წერს ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში.

